უსასრულობა

გაივლი – გაგიღიმებს.

გამოივლი – გაგიღიმებს.

იძაბები. გინდა ყველაფერი დაივიწყო. ყველაფერი შეცვალო. ყველაფერს ვერ შეცვლი.

-თავს რატო არ მანებებ?

-მინდა გაგაღვიძო.

-არ მინდა.

-შენ გგონია, რომ აღარაფერი გაქვს დასაკარგი?

-მგონია რომ მაქვს.

-წადი გაისეირნე.

-მინდა უსასრულობაში ვისეირნო, მინდა გავფრინდე და თავისუფლება შევიგრძნო, აი ის, რასაც ჭეშმარიტი თავისუფლება ჰქვია.

-უნდა აიჭრა ზევით, სულ ზევით… ნელი რხევებით გააპო ნიავი, შეუერთდე ღრუბლებს, გასცდე მათ და ასე იფრინო უსასრულობაში, უნდა იგრძნო რომ არასოდეს დაიღლები, არასოდეს დაეშვები შურდულივით ძირს, არასოდეს გაუფერულდება ცა, ღრუბლები…

-აი, ამის შემდეგ ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ!

-შენ ბედნიერი ხარ, უბრალოდ არ შეგიძლია თავისუფლად რხევა. მძიმედ მოძრაობ და ამით უფრო ამძაფრებ ყოველდღიურობას.

-მაშინებ!

-ეს ყველაფერი ერთ მხატვრულ ფილმს გავს, სადაც არასოდეს აჩვენებენ რა ხდება Happy end-ის შემდეგ…

-Happy end-ის შემდეგ ცხოვრება შენ თვითონ უნდა მართო. გინდა თუ არა ყველა სადავე შენს ხელთაა.. მათრახიც შეგიძლია გამოიყენო, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.

…. თვალცრემლიანი ზიხარ და უაზროდ საათს მისჩერებიხარ, რომელიც თითქოს და გაჩერდა..

-დრო არასოდეს ჩერდება…

-სამაგიეროდ ოდესმე ჩვენი ცხოვრება გაჩერდება…

Next Post
Leave a comment

1 Comment

  1. საათის წიკწიკი 🙂 ჩერდება როგორ არა,როცა ელემენტი დაჯდება :დ

    Reply

Leave a reply to Butterfly Cancel reply