hope

ცა ჩამოიქცა.

მთელი დღე წვიმს.

არაფერი არ გამოვა. ყველაფერი თავისით ქრება. ზღაპარში გინდოდა აღმოჩენა, ვერასოდეს აღმოჩნდები. წვიმს. რა მარტივია იყო ახლოს, ოცნებებში.

არასოდეს არაფერი გამოვა.

-გამოვა.

-არ გამოვა.

-შეეცადე.

-ვცდილობ.

მზემ დაგვტოვა. მზე წავიდა.

-მზე არასოდეს მიდის დიდი ხნით.

ის გავს ადამიანს. მიდის, შეიძლება დიდი ხნით, მაგრამ არა სამუდამოდ.

-ადამიანები სამუდამოდაც შეიძლება წავიდნენ.

-კი შეიძლება წავიდნენ ცხოვრებიდან, მაგრამ არა გულიდან.

მოვა დრო და გაიხსენებ რა უსუსური ხარ იმ მზის გარეშე, რომელიც ყოველთვის გათბობდა.

ჟრუანტელი მივლის მთელ სხეულში.

-გავა დრო და ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილას იქნება.

-მდინარე არასოდეს ტოვებს თავის კალაპოტს, შეიძლება გადაუხვიოს, მაგრამ დროებით.

-ყველაფერი დროებითია.

-ისევე როგორც ცხოვრება.

-ისწავლე ცხოვრება და მიხვდები რომ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეგეძლია.

-მე არაფერი შემიძლია.

-არაფერი არარსებობს.

ფიქრობ, როგორც ყოველთვის ოცნება არ გტოვებს. არ გიყვარს ოცნება, მაგრამ მაინც ოცნებობ.

ძილის წინ,

დილით,

უსაქმურობის დროს.

თითქოს ყველაფერი სხვანაირად გინდოდა.

ძნელია როცა არავინ გისმენს, როცა არავისთან შეგიძლია იმის თქმა, რომ ბედნიერი ხარ.

-არ ხარ ბედნიერი.

-ვიცი.

რა უცნაურია. მთელი ეს დრო ერთი დიდი დრამაა, რომელსაც მუსიკა გასდევს ფონად.

რა ძნელია ეს ყველაფერი.

-არ არის ძნელი, უბრალოდ სიმართლე თქვი!

***

დაღამდა.

-აუცილებლად გათენდება.

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: