როგორ დავივიწყოთ (ყოველდღიურობა)

გავაღოთ მაცივარი, სასურველია ვიცოდეთ რომ შიგნით ცივი წყალია, დავლიოთ წყალი,  შემდეგ შევიდეთ აბაზანაში, ცივი წყალი სახეზე შევისხათ და სარკეში ჩავიხედოთ. აუცილებელია სექსუალური მზერა მივიღოთ.

ჩავიცვათ ისე, როგორც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, და არა ისე როგორც სექსუალურად გამოვიყურებით. უბრალოდ თავისუფლად უნდა ვიყოთ და არანაირი დისკონპორტი არ უნდა ვიგრძნოთ.

ავიღოთ ფოტო აპარატი, ნუ არ ქონის შემთხვევაში ტელეფონიც შეიძლება, და გავიდეთ გარეთ. ძალიან კარგია თუ აიპოდი ან მპ3 გვექნება თან და მოვუსმენთ მაღალ ხმაზე, რათა არ მოგვიწიოს ხალხის საუბრის მოსმენა, თუ რა ხდება ქვეყანაში. არ გვჭირდება დაძაბვა.

სად წავიდეთ? კარგი კითხვაა.. იქ, სადაც იცი რომ ბევრი ხალხი არ იქნება. რათქმაუნდა სასურველია მარტო ვიყოთ, მეტი განტვირთვისთვის. ასეთი ადგილი თავად უნდა შეარჩიო, ზოგი სად გრძნობს თავს კარგად, ზოგი სად.

ნუ აპარატი იმის გამო გვინდა რომ გადავიღოთ სურათები. ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია, რომ ჩემი ვარაუდით სადღაც 1 დან 2 საათამდე უნდა გაგრძელდეს. თუ რათქმაუნდა სასურველ ადგილებს გადავიღებთ.

ალბათ გაინტერესებთ მერე რას ვიზავთ.

მერე უკვე დღის მეორე ნახევარია. სასურველია მეგობრებთან ერთად გატარება. თუმცა მეგობრები ისეთი უნდა შეარჩიო, ვინც არ დაგელაპარაკება ყოველდღიურობაზე, შენს ყოფილებზე, პოლიტიკაზე, ამინდზე… სასურველია ერთი ჭიქა ლუდი, ( განწყობისთვის ). საუბარი სასურველია მომავლის გეგმებზე, ფილმებზე, წიგნებზე და არავითარ შემთხვევაში უნივერსიტეტზე და ლექტორებზე, ( ეს უფრო დაგძაბავთ ).

ასე იქნებით დაახლოებით 2 საათი. უკვე მოსაღამოვდა… შემდეგ რა ვქნათ?

facebook–ს არ გირჩევთ. მალე გავა დრო. უბრალოდ სასიამოვნო წიგნი წაიკითხეთ. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო ფანტასტიკა აჯობებს და აუცილებელია პოზიტიური დასასრული. წიგნის კითხვა მოგვბეზრდა. ახლა ფილმის დროა… აარჩიეთ რამე რომანტიული, მელოდრამა… არავითარ შემთხვევაში მძაფრსიუჟეტიანი. ნუ ეროტიკაც შეიძლება, ხასიათს გააჩნია : D

დაიძინეთ სადღაც 1 საათზე. უფრო კარგად დაგეძინებათ. დილით გაიღვიძეთ ესე 10ზე, ან 11ზე… თუ რათქმაუნდა მეორე დღეს დილით არაფერი საქმე არ გაქვთ…

მგონი საინტერესო დღე გამოვიდა….

რჩევა: ასეთ ქმედებებს ნუ მისცემთ სისტემატიურ ხასიათს. მოგბეზრდებათ. 

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: