ზუსტი დრო

outstanding-micro-world-space-wallpaper-space-wallpaper-hd-iphone-bedroom-for-rooms-1920x1080-5-android-1080p

ცხოვრებისგან იმაზე მეტი სიამოვნება უნდა მივიღოთ, ვიდრე ვიღებთ ხოლმე. დროა სამყაროში რაღაც უკეთესი მოხდეს და ჩვენ გვქონდეს იმის საშუალება რომ გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სამყარო იმდენად დიდია რომ დაუსრულებლად სირბილი შეიძლება. მეც დავრბივარ ისევე როგორც თქვენ ყველა. მე ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი სისულელე აღარ გავაკეთო რასაც ვაკეთებდი და ყოველ დღე სამყაროს ვუთხრა, რომ

მზად ვარ მივიღო ის ისეთი, როგორიც არის. მაგრამ არა, მე ხომ სულ ბედნიერი წუთების გამო ვცხოვრობ. იმ წუთების, რომელიც მქონდა და რომელიც კიდევ ბევრჯერ მექნება. ხშირად მითქვამს, რომ არის ცხოვრებაში წამი, აი ის წამი, რომელიც ყველაფერს ცვლის და რომლის გამო იმაზე მეტად ბედნიერი ხარ, ვიდრე მანამდე იყავი და იმაზე მეტად გინდა სიცოცხლე ვიდრე აქამდე გინდოდა.

მე, ადამიანს, რომელსაც ნებისყოფის ოდნავი წვეთი არ გამაჩნია, ვარ მზად ვიცადო დაუსრულებლად, ვიდრე არ მოვა წამი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. დრო იმდენად პირობითია, რომ არ შეიძლება ის ძალიან სწრაფად გადიოდეს. ჩვენ თვითონ ვცდილობთ დავარქვათ დროს წელი, თვე და საუკუნე, რომლებიც იქ, სადღაც პარალელურ ან თუნდაც ვერტიკალურ სამყაროში საერთოდ გაყინული ან უჩინარიაა. მაშ, როგორ შეიძლება ვეძახდეთ მას დროს, როდესაც სამყაროში შეიძლება ისე დავიკარგოთ, რომ უსასრულობის ნამდვილი სახე დავინახოთ.

ყველაფერი ადამიანის შექმნილია ისევე, როგორც ყველა ფერი, მაგრამ ჩემნაირები მას ვერ აღიქვამენ და ჩვენთვის სულ ერთია ფოთოლი მწვანე იქნება, ყვითელი თუ წითელი. მე ვქმნი სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობ და იქ ვკლავ დროს პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან ჩემი საათი გაჩერებულია და 24 საათში მხოლოდ ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს.

ცხოვრება იმდენად მშვენიერია, რომ ამაზე ფიქრიც კი კარგ ხასიათზე უნდა გაყენებდეს. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმიც კი არაა საკმარისი იმის აღსაქმელად, თუ რამხელა სივრცეა ჩვენს გარშემო. ვდგავარ და ველოდები სითბოს, რომელიც ვიცი, რომ საიდანღაც მიახლოვდება და ისე, რომ გაანალიზებას ვერ ვასწრებ წრეს კრავს. ტვინის ყველა უჯრები დახშული მაქვს  და ვიყურები წინ, სადაც მხოლოდ ჩემს ფანტაზიას ვხედავ. შემდეგ ეს ყველაფერი ქრება ისე, თითქოს არც კი ყოფილა და მე, ადამიანი, რომელსაც განუსაზღვრები ფანტაზია მაქვს ესეც ჩემი ფანტაზიის ნაწილი მგონია და ვუბრუნდები ჩემს ჩვეულ ცხოვრებას იმის იმედით, რომ ის ისევ მოვა, მაგრამ ამჯერად ჩემი ტვინი გააქტიურებული დახვდება, რომ უფრო დიდხანს დამამახსოვრდეს და ვიგრძო რა მოხდა სინამდვილეში.

და მაინც, ყველა ადამიანი, აბსოლიტურად ყველა, თანასწორია ნებისმიერი რამის წინაში და არც შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს და თუ ეს არ გაიაზრე, მაშინ ვერც მე ვერ გამიგებ ვერასოდეს.

Previous Post
Next Post
Leave a comment

2 Comments

  1. Heyyou

     /  March 21, 2016

    Perfect🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: