Law school student

ecards-auto-law-school-234730როდესაც რაღაცის თქმა გინდა თითქოს ყველაფერი ჩერდება და ფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გადმოსცე ის, რასაც გულწრფელად ფიქრობ.

2011 წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე. ვინც ამ წელს აბარებდა, ყველამ იცის რა გზა გავიარეთ იმისათვის, რომ სასურველ ან თუნდაც შემთხვევით შერჩეულ ფაკულტეტზე და უნივერსიტეტში ჩავრიცხულიყავით. მთელი დრო და ენერგია თითქოს სწავლაზე იხარჯებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვხვდებოდი რომ არაფერი არ ვიცოდი. ეს ალბათ ყველას სენია. მეგონა, რომ ასეთი რთული არასოდეს იქნებოდა ცხოვრება, როგორც აბიტურიენტობის დროს იყო. მაგრამ აქ ერთ-ერთი დიდი შეცდომა დავუშვი. მთელი ჩემი ცხოვრება თითქოს დამოკიდებული იყო იმ 4 საგანზე, რომლებიც ჩავაბარე იმისათვის, რომ სტუდენტი გავმხდარიყავი.

შედეგები დაიდო და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. 4 წელი გავატარე იქ და ალბათ ეს საუკეთესო წლები იყო ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი წინაა და ჯერ ცხოვრების აზრზეც კი არ ვიყავი. ვსწავლობდი საგნებს, რომლების ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თუმცა არასოდეს გამოვირჩეული საუკეთესო ქულებით და რეიტინგით, მაგრამ არც ცუდ სტუდენტად ვითვლებოდი.

არ იყო მარტივი  უნივერსიტეტში სწავლა და მითუმეტეს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც მანამდე თვალით არ მინახავს. 4 წლის განმავლობაში შევძელი შემეძინა ისეთი მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვებიან და მეპოვა საკუთარი გზა, თუმცა ეს ალბათ ჯერ კიდევ წინაა. სკოლის დამთავრებიდან 4 წლის შემდეგ ისევ ეროვნულ გამოცდებზე  მოვხვდი და მაშინ ვთქვი, რომ იქ აღარასოდეს მივიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა საკმარისი ქულების მიღებას.

ხანდახან ყველაფერი მოსალოდნელზე კარგად მიდის და 4 წლის შემდეგ 21 სექტემბერს აღმოჩნდი მაგისტრატურის პირველ ლექციაზე იმავე უნივერსიტეტში სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად. არასოდეს გამოვირჩეოდი განსაკუთრებული კომუნიკაციის უნარებით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი  პირველი ლექცია საქმიან კომუნიკაციებს დაეთმო არ ვიცი რამდენად კარგი იყო.

არ ვიცი როგორი იქნება მომდევნო 2 წელი ან თუ ისევ შემიძლია ვიმეგობრო სრულიად უცხო ადამიანებთან, რომლებიც 2 წლის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობრები იქნებიან, მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთ წარიმართოს. გარემოსთან ადაპტაციას მთლად კარგად ვერ გავდივარ, თუმცა ეს გარემო მაინც ნაცნობია.

ყველაფრის გათვალიწინებით იმაზე დიდი ვარ ვიდრე ეს ჩემი დანახვისას იგრძნობა და ისევ ზურგ ჩანთით, კედებით და ჯინსით დავდივარ როგორც ეს იყო 2011 წლის სექტემბერში. ასაკი არასოდეს შემიშლის ხელს ვიყო ის, ვინც მინდა რომ ვიყო.

და მაინც, ადამიანები უამრავ დროს, ენერგიას, ფინანსებს ხარჯავენ რომ მიიღონ მათგან ის მაქსიმუმი, ვისთვისაც ხარჯავენ ამ ყველაფერს,  მთავარია ეს რამედ ღირდეს და მეც მზად ვიყო გავცე ის, რასაც მე ვიღებ დროის, ენერგიის და ფინანსების ხარჯზე.

09b7479d308524bd70e4976f339809a2

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: