აბსტრაქცია, როგორც ასეთი

256575_xenzo_abstract-bird

მე რომ წერა ძალიან მიყვარდეს დავწერდი ყველაფერზე რასაც კი ჩემს გარშემო დავინახავდი, მაგრამ ვინაიდან ყველა ფერის აღქმის უნარი არ მაქვს, ვწერ იმაზე, რაც ცოტათი მაინც ხვდება ჩემს გულს. თუმცა, ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება, ან ძირითადათ ვერ ვახერხებ დავიმახსოვრო დღის განმავლობაში რა შეეხო ჩემს გულს, მხოლოდ იმ აბსტრაქციაზე მიწევს დაწერა, რასაც იშვიათად ვაწყდები, უფრო კონკრეტულად რასაც ვგრძნობ.

მუსიკა ალბათ აბსტრაქციაა, მაგრამ მუსიკაზე რა უნდა დავწერო, ეს ისაა, რაც უნდა იგრძნო და საერთოდ, გრძნობებზე წერა დიდი უაზრობაა, მაინც ყველასთვის ინდივიდუალურია. მივდიოდი გზაზე, დავინახე ხე, რომელსაც არც ერთი ფოთოლი აღარ შერჩენოდა. კი გავიფიქრე, რა უსამართლობაა, ხო არ მივიდე და ყველა ფოთოლი მივამაგრო- მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი რომ აი, ძალიან დებილი ვარ და წამოვედი.  მაგრამ აი რა უნდა ქნა, როდესაც უძლური ხარ?! რა უაზრობაა.

რა ცუდია, როდესაც წერ და გინდა იქ, სადაც შენ პაუზას აკეთებ, შენმა მკითხველმაც იგივე გააკეთოს, მაგრამ ეგეც შეუძლებელია, რადგან ყველა ინდლივიდუალურია (იდენტურ ტყუპებსაც კი არ აქვთ იდენტური თითის ანაბეჭდი  – არავინ შემედაოთ). მერე რა, რომ სასვენ ნიშნებს სწორად არ ვსვამ? My post, my rules.

საჭირბოროტო საკითხები რომ განვიხილო ესეც ხომ დიდი უაზრობაა? აი იმიტომ, რომ ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ამ ბოლო დროს უცნაური შიშები დამჩემდა. ერთი კი გავიფიქრე, ფსიქოლოგთან ხო არ მივიდე-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მაგაში ფულს არ დავხარჯავდი და ვარ ესე ჩემი ფობიებით. ნეკროფობია ჩემი ყველაზე ისეთი ფობიაა, რაც ხასიათს მიწამლავს. რითი ვერ მივეჩვიე, რომ ცოცხალი მაინც არავინ დამტოვებს ამ დედამიწაზე. მე რომ ცოცხალი დავრჩე მერე სხვასაც მოუნდება და ღმერთსაც ხო ჭირდება ახალი კადრები. ისე, ღმერთზე გამახსენდა და ხო შეიძლება მართლა არსებობს იქ, ღრუბლებში, წვერებიანი, რომელიც გიყურებს და ხანდახან გეხმარება. არა, ესეც შეუძლებელია. მაინც ხომ ვერ დავამტკიცებთ და რა აზრი აქვს, სიკვდილის წინ მოვინანიებთ და ეგაა. მეტი რა ვქნათ ადამიანებმა.

არჩევანი რომ გგქონდეთ დაიბადებოდით? ანუ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული. მე არა, იმიტომ არა, რომ ვიცი ძალიან მეწყინება როცა მოვკვდები და ერთხელ მაინც მითქვამს ჯობდა არ დავბადებულიყავი-მეთქი. მარა რომ არავინ მეკითხება ეგაა უბედურება.

შემოდგომაა. ერთ სიტყვიანი წინადადება, რომელიც იმაზე სასიამოვნო მოსასმენია, ვიდრე მძიმეებით ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე არა ამქყვეყნიური სიტყვა და პრინციპში, არც არა იმქვეყნიური. 2 დღეა წვიმს, მაგრამ არა ისე სახლიდან რომ ვერ გახვიდე. ცივა, მაგრამ არც ისე, რომ სახლში გათბობა ჩართო და აივანზეც ვერ გადიოდე. ამას, წინა წარმოთქმულთან არანაირი შინაარსობრივი კავშირი არ აქვს, უბრალოდ გამახსენდა, რომ შემოდგომაა და აღვნიშნე.

ისე, საკუთარ თავთან აღარ გამიმართავს დიალოგები. ანუ საკუთარ მესთან, როგორც ვეძახდი თავის დროზე. ზედმეტად დაკავებულია საკუთარი მეს შეცნობით.

წიგნების წერა გირჩევნია თუ კითხვა? კითხვას რომ ვიწყებ მაშინვე მეძინება. არ ვიცი, ეს ბავშვობიდან დამჩემდა. რომ ვწერ ვაზროვნებ, ანუ ხომ ხვდებით. ტვინის ორივე ნახევარსფეროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება დავწერო, რომ სხვას თუ არა, მე მაინც მომეწონოს, როდესაც გადავიკითხავ.

ყავა ძალიან მიყვარს. ძილიც და წვიმის ყურებაც. სამივე ერთად არა, მაგრამ პირველი და ბოლო საკმაოდ სასიამოვნო კომბინაციაა.

ნეკროფობია დილით, შუადღით და ძილის პროცესში არ მაწუხებს. აი საღამოობით კი ტვინს მილაყებს.

მალე ზამთარი მოვა და არემარე თეთრად დაიფარება.  ჯეინ ეარს რომ ვკითხულობდი, ბუნების აღწერის სამი ფურცელი გამოვტოვე. არც სკოლაში მხიბლავდა მისი დაზეპირება.

ახლაც წვიმს და ყველაფერთან ერთად ჩემი ინტერნეტიც მალე გაითიშება. მიდი და ისაუბრე აბსტრაქციაზე, როგორც ასეთზე.

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: