ყვითელი ფოთლები

ყოველთვის უჩნდება ადამიანს სურვილი საკუთარი ემოციები ამოუშვას ისე, თითქოს სურს თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო. იყო და არა იყო რა? ალბათ მართლა მასე სჯობს, რადგან იყო და არა იყო რა. სიყვარული რომ ამაღლებული გრძნობაა ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის უკან რა შეიძლება იმალებოდეს ამაზე არავინ ლაპარაკობს. ამბობენ რომ უყვართ, მაგრამ გულს სტკენენ, ამბობენ რომ ყველაფერს ურჩევნიათ, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში მხოლოდ სიტყვაა. არ იცი რა ხდება ადამიანის გულსა თუ ტვინში და ალბათ მეცნიერება იმ დონემდე ვერ განვითარდება, რომ ყველამ ყველას ფიქრების, გრძნობების და ემოციების ამოცნობა შეძლოს.

ალბათ უყვარდი, ალბათ ენატრებოდი, მაგრამ ყველაფერი ისე მალე ცვდება, თითქოს სულ სხვა ადამიანი იყვნენ თქვენს მაგივრად. ოცნებები ოცნებებად რჩება, რომლებსაც არ უწერიათ ახდენა. სიტყვა ,,ჩვენ ერთად” გაქრა, უფრო სწორად შუაზე გაიყო და მხოლოდ მე და შენ დარჩა, მაგრამ ცალ-ცალკე. ბევრის თქვა შეიძლება იმაზე, თუ როგორი დაუნდობლები ვართ ადამიანები. მართალია, ურთუერთობას არ აფუჭებს არც დრო, არც მანძილი მხოლოდ ადამიანები აფუჭებენ მათ. კარგავენ იმას, რისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდათ.

მოგონებები რომ არასოდეს კვდება ეს სულ მახსოვს, მაგრამ როდესაც მოგონებები მხოლოდ ტანჯვად იქცევა ამას არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას. 1-ლი სექტემბერი, შემოდგომის პირველი დღე. მეცოდება ყველა ყვითელი ფოთოლი, რომელიც ხეს მოსწყდება და დამოუკიდებლად განარგრძობს არსებობას ვინ იცის კიდევ რამდენი ხნით, მეცოდება ყველა ადამიანი, ვინც ვეღარასოდეს მოესწრება კიდევ ერთ შემოდგომას. მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს, ყველაფერი ხომ ოდესმე დავიწყებას მიეცემა, უბრალოდ ადამიანებო, თქვენ ვერ იგებთ, რომ გაფრთხილება ერთადერთი რამაა, რაც უნდა გააკეთოთ, თუ არ გინდათ თქვენც მოწყვეტილ ყვითელ ფოთოლს დაემსგავსოთ.

სასაცილოა ყველაფერი რაც გგონიათ , რომ თავისით ხდება ან ასე იყო საჭირო. საჭირო ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენ კიდევ არ იცით რა გჭირდებათ მანამ, სანამ არ დაკარგავთ. ზედმეტად ბანალურია ეს სიტყვები, მაგრამ სხვა სიტყვების მოფიქრება არ შემიძლია იმდენად მობჯენილია ეს ბურთი ყელში და წვავს მას. გონება დაბინდულია და მხოლოდ წინ ან ქვემოთ იყურება. როგორი სამწუხარო და ამაზრზენია ეს ყველაფერი. აი უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ ავხსნა რეალობა. უბრალოდ ყველაფერი გაივლის. ისე მოხდება, როგორც ყველასთვის უკეთესი იქნება.

დღეს 1-ლი სექტემბერია. ყოველთვის დავჯდები იქ, სადაც ერთად ვისხედით და ვუყურებ როგორ ცვივა ყვითელი ფოთლები. ყოველთვის მემახსოვრება რომ ერთ დროს მეც მათსავით ჩამოვარდი. არა, ჩამოვარდნის დრო არ იყო, ქარმა ჩამოაგდო ყველა მათგანი.

But I miss you… Most of all… My darlin’… when Autumn leaves start to fall…

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: