Time… Time… Time…

Time-Photoდაძინებას ვაპირებდი. შუადღის ძილი არ მიყვარს, მაგრამ ახლა ძალიან მეძინება, თუმცა რატო გადავწყვიტე წერა მე თვითონაც არ ვიცი.

ადამიანები რას აღარ აკეთებენ ყურადღების მისაქცევად. მეც ხშირად მდომებია ამა თუ იმ ადამიანის ყურადღება მიმექცია, თუმცა მივმხვდარვარ, რომ სრული უაზრობაა და მეტი არაფერი. 5 აგვისტოს 3 წელი გავა რაც ბლოგი გავაკეთე, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ცვლის. (მაგრამის მაგივრად ჯობდა თუმცა გამომეყენებინა). იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანები ძალიან იცვლებიან. ყველანაირად იცვლებიან. ადამიანი, რომელიც ერთ დროს შენი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა, ამჟამად მისი სახელიც კი დაივიწყე. არ ვიცი კარგია, თუ ცუდი, ალბათ არც ერთი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ასეთი ყოფილა-მეთქი ვერ ვიტყვი, ალბათ არავინ ყოფილა მსგავსი, ყველაზე ვიცოდი, რომ დროებითი იუო. სულ ვამბობ, რომ საკუთარი თავი არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ ეს დიდი ტყუილია, რაც ოდესმე შეიძლება ვთქვა. საკუთარი თავი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მეშინია მარტო დარჩენის (თუმცა მარტო დარჩენის ყველას ეშინია, მაგრამ მე განსაკუთრებულად), არ მინდა გული მატკინონ (ეს არც ისე ხშირად ხდება), ყველაფერზე წინ დგას ჩემი პრინციპები და ახირებები, რომელსაც რამდენიმე ცდის შემდეგ მაინც ვერ ავუარე გვერდი, კარიერას ყველაზე წინ ვაყენებდი-მეთქი ერთხელ ვთქვი, მაგრამ გადავიფიქრე და მივხვდი, რომ არსებობს რაღაც/ვიღაც, რაც/ვინც მხოლოდ კარიერაზე კი არა, მთელ ჩემს ცხოვრებაზე წინ დავაყენო. ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, ალბათ უფრო ბევრი ვიდრე დადებითი. პატიება არ შემიძლია. ვერ ვაპატიებ ადამიანს ვერაფერს. აი ბანალური კითხვა რომ არის, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? ხშირად მიფიქრია და კონკრეტულ პასუხამდე ვერასოდეს მივსულვარ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან (რომელიც საშუალო სიდიდისაა), შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ვერც ვერაფერს, მინდა მაგრამ არ შემიძლია, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი, საკუთარი თავმოყვარეობა ყველაფერზე წინ დგას. ცხოვრებაში საინტერესო არაფერი არ ხდება. აი იცი როგორია? ერთ ადგილას დგახარ, გაქვს ძალიან ბევრი მიზანი, ძალიან ბევრი ოცნება და უზომოდ ამბიციური ხარ, მაგრამ არაფერს არ აკეთებ, იმიტო კი არა, რომ არ შეგიძლია, უბრალოდ ტრაკის განძრევა გეზარება. ივლისის ბოლო დღეა და აგვისტოც ძალიან მალე დამთავრდება.

სამყაროში რა აღარ ხდება, ყოველ დღე ათასობით ადამიანი იღუპება. მე კი ვზივარ უმოქმედოთ და არც კი ვიცი რას ველოდები, უბრალოდ ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიპოვე და მივხვდი მის მნიშვნელობას. არ მინდა თინეიჯური პოსტი გამომივიდეს, მაგრამ მგონი უკვე გვიანია. არაუშავს, თინეიჯერობის დროს ბლოგი რომ მქონოდა ალბათ დავწერდი იმაზე, თუ როგორ ცუდათ ვარ და როგორ მომბეზრდა ყველაფერი. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხვდები, რომ ცხოვრება ისე არასოდეს უნდა დატოვო როგორც არის, უნდა შეცვალო ყველა და ყველაფერი იმ ერთის გარდა, რომლის გარეშეც სუნთქვა არ გინდა. ამ ბოლო დროს ყველაფერი ერთად დაგროვდა, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ავურიე, მაგრამ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, ხოდა ერთიანად ვცდილობ დალაგებას, მაგრამ ცალ-ცალკე გამოდის. ხოდა ივლისიც გავიდა და დარჩა სულ რაღაც 31 დღე დასვენებისთვის. ვერ ვიტან ზაფხულს, ყველაფერი გაჩერებულია და ყველა უმოქმედოთ არის. ვერც სიცხეს ვიტან და ამის გამო მთელი 2 თვე ისეთი სახით დავდივარ აი “ყველა და ყველაფერი რო ეზარება”.

ვერ ხვდები ადამიანები რატო იცვლებიან? მართლა ვერ ვხვდები. არა ნაწილობრივ მესმის. უბრალოდ დრო და მანძილი ეს ორი ისეთი რაღაცაა, რაც ყველას და ყველაფერს ცვლის. თუმცა მანძილიც დროზეა დამოკიდებული. დრო. დრო.. დრო…

ცხოვრებაში ერთხელ შემრცხვა, ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის, ერთხელ ვინანე, ძალიან ბევრჯერ ვიტირე მთელი გულით, მიყვარდა კიდეც, მქონია რთული მომენტები, ძალიან რთულიც, პირველი ტატუც ზუსტად მაშინ გავიკეთე, მაგრამ სიკვდილი არასოდეს მდომებია. მინდოდა უფრო ძლიერი ვყოფილიყავი და ალბათ ძალით ვეძებდი იმ ყველაფერს, რაც გამაძლიერებდა…

ადამიანები ძალიან უაზრო და გაუგებარი არსებები ხართ, დანამდვილებით არასოდეს იცით რა გინდათ. რომ არ მიყვარდეთ ალბათ ყველაზე მეტად შეგიძულებდით.

ეს ნაყინი და მუსიკა ერთმანეთს არ უხდება, ორივე უგემურია.

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: