ზამთარი და ზღვა

6667201117_f8438f1f44_z

ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. ეს გვჭირდება გართობისთვის, დროის გაყვანისთვის, ბედნიერებისთვის ან უბრალოდ მარტო რომ არ ვიგრძოთ თავი. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელიც იმდენად გიახლოვდებიან, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა მათთან საკმარისი არაა. გჭირდება რაღაც უფრო მეტი.

არ ვიცი ყველაფერი როგორ, ან საიდან დაიწყო, მაგრამ მთავარი აქ მხოლოდ ისაა, რომ დაიწყო. აი იცი როგორ დაიწყო?! ყოველ წამს დამთავრებას რომ ელოდები. ერთი წამი ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის, აი ის წამი, რომლის შეცვლის შემთხვევაში მთელ ცხოვრებას რომ შეცვლიდი. მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე უნდა შემეცვალა ის წამი თუ არა. ალბათ ძალიან ვინანებდი სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში. ხშირად მიფიქრია რა უნდა ვიგრძნო როცა ადამიანი მიყვარს-მეთქი. უსაზღვრო ლტოლვა, უსაზღვრი ზრუნვის სურვილი და მასთან მთელი ცხოვრების გატარების პერსპექტივა. ეს ყველაფერი რომ შეუძლებელი იყო თავიდანვე ვიცოდი. ალბათ ყველა იკითხავს, შეუძლებელი თუ იყო მაშინ რაღატო დაიწყოო, მაგრამ დაიწყო. ყოველთვის გავურბოდი იმას, რასაც სიყვარული ჰქვია, თუმცა ვიცოდი გვერდს მაინც ვერ ავუვლიდი ჩემი უსაზღვრო სიმპათიების გამო ადამიანების მიმართ. არასოდეს მიყვარდა პირდაპირ იმის თქმა, რასაც ვგულისხმობ ხოლმე. არც იმას ვაღიარებ, რომ შესაძლებელი იყო შემყვარებოდი, სწორედ ეს იყო ყველაფრის მიზეზი. ამ ყველაფერს გავურბოდი, მინდოდა დრო გამეწელა და თავიდან ამეცილებინე. მერე იყო პირველი კოცნაც. ისეთი არა, როგორიც სხვა დროს. ეს იყო უფრო თბილი, უფრო განსაკუთრებული, უფრო ვნებიანი და უფრო ახლობელი, ვიდრე სხვებთან. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, არც კი ვიცოდი პირველი სიტყვა რა უნდა მეთქვა, სიტყვას ღიმილი ვამჯობინე, მაგრამ არ მგონია დაენახა, ძალიან ბნელოდა. თუმცა სიტყვებს მაინც ვერ გავექცეოდი. ვერ გეტყვით რა ვთქვი პირველი, არ მახსოვს. დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი დღე, + კიდევ სამი მაგდენი… სულ ეს იყო რაც მეხსიერებაში ჩაეტია. მერე ყველაფერი ერთიანად წაიშალა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ბუნებაში არაფერი არ იკარგება…😀 კვალს ყველა და ყველაფერი ტოვებს. თუმცა მარადიული ხომ არაფერია… რა ბანალურია, ჩვენსავით.

კიდევ ათასჯერ გეტყვი, რომ შენი არ მესმის, არა მესმის, მაგრამ ბოლომდე არა და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებ, რატო არ ვიცი, არა, ძალიან კარგად ვიცი. საზოგადოებაში გაბატონებული აზრის პირდაპირ პროპორციული ხარ. მეგობრობაა მარადიული ხო, გამახსენდა. ალბათ ოდესმე ისევ მომენატრები, მაგრამ მაშინვე შევწყვეტ ამაზე ფიქრს.

არასოდეს არ მომწონს ყველაფერი აწყობილი, გარკვეული და ყველა კარტი გახსნილი. ალბათ შენ უკვე ყველაფერი გახსენი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთვის 54 კარტიდან თითოელი ხარ, მათ შორის ჯოკერიც, მაგრამ ხანდახან ჯოკრის ყოლის შემთხვევაშიც იხიშტები.

ვიცი, რომ თებერვალი ისევ დადგება, ზღვა ისეც აღელდება, ყველაფერი ისევ ისე იქნება, მხოლოდ ის ერთი წამი არ იარსებებს. ო, ღმერთო, როგორი არარომანტიული ხარ, ეგ საერთოდ აღარ მახსოვდა.

…..

-რავი მომენატრე.

-არ შეიძლება.

-რატო?

-მეგობრები ვართ.

-რკინის არგუმენტია.

ვიცი, რომ შეიძლება ისევ გაბრაზდე…

ყავა დამისხი, თავი მისკდება…

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: