დროული პოსტი

Darkness

ადამიანი რომ ძალიან ცოტა ხანს ცხოვრობს დედამიწაზე ეს ყველამ კარგად ვიცით. 7 მილიარდი ადამიანი დააბიჯებს სხვადასხვა მხარეს. ჩვენი სამყარო ერთ ნაწილშია და ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ. მარტო ვერ იცოცხლებ, გჭირდება ვიღაც ვინც შენ გვერდით იქნება შენივე სამყაროში, რომელიც ასევე მისი ნაწილიც იქნება.

რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს ჩემს სამყაროში არსებული ადამიანები. ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ყველას თავისი აზრი და შეხედულება. თუ ის ჩემს სამყაროშია, მაშინ აზრები და შეხედულებები შეიძლება ემთხვეოდეს კიდეც. არასოდეს არ არის კარგი რომელიმე მათგანი იმდენად მოუშვა შენთან, რომ გაგიჭირდეს მისი მიტოვება.

ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და უკეთესია თუ შენც საჭირო დროს საჭირო ადგილას იქნები. ცხელი ყავა და ერთი ღერი სიგარეტი ყველაფერს ამარტივებს, ფიქრს აიოლებს და უფრო მრავლისმეტყველი ხდება შენი თვალები.

ყველაფრის მოლოდინი მაქვს. ცუდსაც ველოდები და კარგსაც. ხშირად ცუდს, კარგი უფრო დაფასებული იქნება. როცა ვწერ მინდა ისე დავწერო როგორც ჩვეულებრივად ვესაუბრები მეგობარს და არა ზედმეტად მაღალფარდოვანი სიტყვებით, რომელიც დაღლის მეტს არაფერს არ აკეთებენ. ხშირად შეიძლება გამოვიყენო სიტყვა გამო*ლევდა, რომელსაც ალბათ არასოდეს დავწერ. ხოდა ყავაზე გავჩერდი. სასიამოვნოა-მეთქი ვამბობდი. ძილის წინ გადავეშვები ოცნებებში და ადვილად მეძინება. ცხვრების დათვლა მეზარება ხოლმე. ვერასოდეს ვიტანდი ადამიანებთან კამათს. ერთი სხვანაირი სიტყვა და მაშინვე საკუთარი თავის კონტროლს ვკარგავ და სწორედ მაშინ ხდება ჩემი გონება და სხეული ერთმანეთისაგან დამოუკიდებლები. სწრაფად ვახდენ მობილიზებას, მაგალითად ათამდე ვითვლი, თუ საკმარისი არ არის ვაგრძელებ. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ მინდოდა რამე დამეწერა. ხშირად მიფიქრია წერილი მიმეწერა ისეთი ადამიანისთვის, რომელიც მას არასოდეს წაიკითხავდა, მაგალითად ღმერთისთვის, მაგრამ როგორ დავიწყო?! “გამარჯობა ღმერთო, ბოდიში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ არსებობ”? მარა რა აზრი აქვს, მაინც არასოდეს წაიკითხავს, ან რათ უნდა წაკითხვა, ხო მაინც “იცის რასაც ვფიქრობ.”

ოცნება რეალობაზე მეტად მომწონს. იქ ყველაფერი ისეა, როგორც მე მინდა. ვკლავ ადამიანებს, ძალიან ბევრ ადამიანს. თანაც ისე კი არა, ბეთჰოვენის მთვარის სონატის ფონზე. და ოცნებისგან გამოღვიძებულს რამდენიმე წამის მიასედი მიხარია, რომ სიმშვიდე დავიბრუნე ბოლოს და ბოლოს. ეს ბეთჰოვენი მართლაც რომ გენიოსი იყო. ჯერ კიდევ საკუთარი თავის დამკვიდრების მომენტი მაქვს. არა, ისე კი არ გაიგოთ, რომ რაღაც, მაგრამ მაინც.

იყო და არა იყო რა. იყო ორი ადამიანი. ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ადამიანი. ალბათ წერაც ესე უნდა დამეწყო. ორი ადამიანი ერთმანეთისგან ბევრს ითხოვდა. ერთმანეთის შენარჩუნებას არ ცდილობდა. გამოხდა ხანი. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი არ შეუყვარდა. ეს იყო ამბის ყველაზე ბანალური დასასრულის საინტერესო ეპატი. ერთმანეთს ღლიდნენ და ასე გადიოდა დრო. მერე რა მოხდა არ მახსოვს.

ხოდა ყავა-მეთქი ვამბობდი. ბეთჰოვენის მთვარის სონატა გავამეორე. რაღაც დიდი ხანია არ მომისმენია და… ხოდა ყავა ორი შაქრით და ბოლომდე არ გავსებით.. ასე გადიოდა დღეები. ადამიანები იცვლებობნენ, ზოგნი იცლებოდნენ, უფერულდებოდნენ და არასაინტერესოები ხდებოდნენ. და მე, ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა ადამიანური ღირებულებები, ვაწყობ ჩემს სამყაროს, ვამატებ შესაფერის სივრცეებს და ვცდილობ ცოტათი მაინც დაგემსგავსო.

ეს იყო ერთადერთი ზღაპარი, რომელიც იყო და არათი დამთავრდა, თუმცა ეს არ იყო ის, რასაც თქვენ, ჩემი სამყაროს წევრებო თუ არაწევრებო, სიყვარულს ეძახით.

ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისათვის, რომ ადამიანებით დაიღალო.

Previous Post
Leave a comment

1 Comment

  1. Families can often be seen during the day enjoying example
    functional resumne a picnic in the park.
    Computers example functional resume have come a long way!
    Always keep this in mind that the UPS hhe is selecting for his system.
    Attachments are available forr cutting sheet metal, plastic, and rubber.
    The thick, stainless steel case protecting the Swiss Ronda quuartz chronograph movement will keep you right on time.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: