Faith and etc.

-ჩქარა, ჩქარა, დაგაგვიანდება.

გამომეღვიძა, მაგრამ თითქოს თვალების გახელას ვერ ვდებავდი. არ მინდოდა დამენახა ის რეალობა, რომელშიც მე მიწევდა ცხოვრება. სხვა გზა აღარ გაქვს, ახელ თვალებს და ფიქრობ, რომ კიდევ ერთი დღე უნდა აიტანო ის ყოველდღიურობა, რომელიც ასე ძალიან გძულს.

აიღე ჩანთა, ყურსასმენი და გაიქეცი. ხალხს ათვალიერებ, როგორი მომაბეზრებელია გულგრილი სახეების ყურება. კარგია, რომ მათი ხმა არ გესმის და მხოლოდ საყვარელი მუსიკის ფონზე უყურებ. დღემ ზედმეტად ჩვეულებრივად ჩაიარა, აი ისე, სხვანაირად რო შეუძლებელია შენი ხასიათიდან გამომდინარე. სახლში მოსვლისთანავე ჩვეული ყავა და ჩვეული განწყობა მეორე დღისთვის.

შენი ფერადი სამყარო სადღაც გაქრა. უცნაურმა გრძნობებმა ყველაფერი გადაფარე და სრული სიცარიელება ყველაგან. არ ვიცი რატო არ შეიძლება გამოსწორდეს ყველაფერი. პრინციპში, როგორ არ შეიძლება. უბრალოდ, ზედმეტი მონდომება, სურვილი და ყველფრის უკეთესობისკენ შეცვლილი ხასიათი. ადექი, სარკეში ჩაიხედე, ერთი ორჯერ შემოირტყი სახეში ხელი და მიხვდები, რომ შენ იმაზე 10000ჯერ მეტი შეგიძლია ვიდრე აკეტებ. სურვილი, იმედი და მონდომება. ეს ყველაფერი დაგეხმარება გახდე იმაზე უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ხარ, იმაზე უფრო მიზანდასახული, ვიდრე ხარ და იმაზე უფრო მხიარული, ვიდრე ხარ.

ეს მხოლოდ თეორიულად გავიარე. პრაქტიკაზე გადასვლა ადვილი არაა, მარა არც შეუძლებელი. მტავარია მოინდომო.

ერთხელ, მახსოვს ცხოვრებაში ყველაფერი დამთავრებული მეგონა, მაგრამ იმის მერე ყველაფერი მოხდა, რაც შეიძლებოდა ცოტა ხნის განმავლობაში მომხდარიყო. დაღმართს აღმართი მოყვება და პირიქით.

ცხოვრებაში უნდა იყო უბედური, რათა ბედნიერება დააფასო.

უნდა იყო ღარიბი, რათა იცოდე როგორ გამოიყენო ფული სწორად.

უნდა დაკარგო ადამიანები, რათა უფრო ისწავლო მათი დაფასება.

ცხოვრება ყველაფრის შანსს გვაძლევს, მთავარია სწორად გამოყენება ვისწავლოთ. მთავარია ვისწავლოდ როგორ ვიყოთ ბედნიერები.

ციკლიდან: რჩევები საკუთარ თავს ძნელბედობის ჟამს.

 

Leave a comment

1 Comment

  1. Hello everyone, it’s my first pay a visit at this site, and piece of writing
    is in fact fruitful designed for me, keep up posting these types of
    posts.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: