რეალობა სიკვდილის შემდეგ

33334-train-sucide-ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა ვიდრე ჩვენ გვგონია. სიცოცხლის შემდეგ რა ხდება?

ალბათ უსასრულო ბილიკია, რომელზეც მარტო ივლი მანამ, სანამ იმ უსასრულობამდე არ მიაღწევ, რასაც ჩვენ ბედნიერებას ვეძახით. თუ დაიმსახურებ ცოტა ხანს ივლი, თუ არადა დიდხანს. მაგრამ ამას ვინ განსაზღვრავს ეგ უკვე არ ვიცი.

ცხოვრებაზე ჩაფიქრდები და მიხვდები, რომ ჯობდა არც დაფიქრებულიყავი. ხანდახან სასოწარკვეთილი გახედავ ფანჯარას, საიდანაც სიცოცხლით სავსე ხალხი ჩანს და გგონია, რომ შენ ესეთი ბედნიერი ალბათ ვერასოდეს იქნები.

თეთრი გვირილები შენს სევდიან სახეს კიდევ უფრო ათეთრებს და ცდილობ ადგილი იპოვო და ცოტა ხანი მაინც გაჩერდე იქ, სადაც შენ მშვიდად და ბედნიერად იგრძნობ თავს.

ერთმანეთზე დაწყობილი დღეები კარგს არაფერს გიმზადებს.

წევხარ, ზემოთ იყურები და იმას ეძებ, რაც არასოდეს გიპოვია. რატომ უნდა ებრძოლო იმას, რასაც ვერასოდეს დაამარცხებ?! სევდისფერი ოცნებები, რეალობაში დაკარგული მოგონება და ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული. დგახარ ზემოთ და იყურები ქვემოთ. შეგიძლია ეს ყველაფერი წამში შეცვალო, წამიერად ყველაფერი დამთავრდეს, ან დაიწყოს ვინ იცის…

გადახტი… რამდენიმე წამი ჰაერში ხარ, შემდეგ ნელ-ნელა ძირს ეშვები, ან ძალიან სწრაფად ისე, რომ გააზრებასაც კი ვერ ასწრებ, იქნება სულაც შეცდომა დაუშვი. არა შეცდომა არა, ეს ყველაფერი შენი ცხოვრების პროტესტია. პროტესტია იმ რეალობის, რომელშიც ამდენი ხანია ცხოვრობ და რომელშიც კიდევ ვინ იცის რამდენი ხანი მოგიწევდა ცხოვრება. დაეცი. თითქოს აზროვნებდი, მაგრამ რამდენიმე წამში აზროვნებაც გაქრა და მხოლოდ შავი ღრუბელი გამოჩნდა, რომლისგანაც თავის დაღწევა შენზე არაა დამოკიდებული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს… ყველაფერი შეიძლება წამში შეიცვალოს და შენ ის ხარ, ვინც ეს ყველაფერი შეძლო. თან ძალიან ძლიერი, თან ძალიან სუსტი. უბრალოდ, უბრალოდ ამ რეალობაში ცხოვრება უკვე აღარ შეგიძლია. ღრუბელი ნელ-ნელა გადადის და შენ ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი და უემოციო ხარ. შენ თამაშს გამოეთიშე. დამარცხდი თუ გაიმარჯვე ეს ჯერ არ იცი და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებ, სანამ თამაში არ დასრულდება.

უსიამოვნო ქარი ქრის. თითქოს არ უნდა გრძნობდე, მაგრამ იმდენად გამოგყვა რეალობა, რომ მაინც მყარად დგახარ… იქიდანაც გინდა გაქცევა, მაგრამ იქ მარტო ხარ და გაქცევა არავისგან არ მოგიწევს. იქ შექმნი იმ რეალობას, როგორიც შენ ყოველთვის გინდოდა. შენ მკვდარი ხარ და შენი არსებობა თავიდან იწყება. შენ მხოლოდ შენი თავი გაანადგურე და ვერ შეძელი იმასთან დაპირისპირება, რასაც გაურბოდი.

შენ გადახტი, მიფრინავდი რამდენიმე წამი ძალიან ნელა, ან ძალიან სწრაფად, შემდეგ დაეცი და ღრუბელი გადაგეკრა, შემდეგ ყველაფერი გამოჩნდა და ქარმა ისევ დაგიბერა.

შენ მაინც ვერ გაექეცი იმ რეალობას, რომელიც სიკვდილამდე  შენ თვითონ შექმენი…

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: