ფიქრებში ჩაძირული

dream-dare-dare-to-dream-dreamer-Favim.com-488340_largeსაოცრად წყნარი გარემო შენს დამშვიდებას აპირებს. რაღაც მაინც არ გასვენებს, თითქოს შინაგანად შენზე ბატონობას ცდილობს. ფეხს გადაადგამ და მაინც ვერ მიიწევ წინ. ვერ ხვდები რა გემართება, თითქოს უკვე ბოლოში უნდა იყო გასული, მაგრამ შენ არც კი დაგიწყია. შენი გონება გამჭირვალე გახდა. ვეღარ აღიქვამს იმ ფერებს, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობს. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო…. შენს ტვინში ნოტების არეული თანმიმდევრობა ისმის და ცდილობ მას აჰყვე.

ოთახში ბურუსი შემოდის. ნისლმა მთელი გარემო მოიცვა. ერთი და იგივე მოგონება.. ერთი და იგივე სიტყვები… ერთი შეხედვით უაზრო ცხოვრება შეიძლება იმ გრძნობამ ისეთი აზრიანი გახადოს, რომ მის გარეშე ცხოვრება კი არა, არსებობაც აღარ გინდოდეს. უცნაურია, როდესაც ადამიანები მას სიყვარულს უწოდებენ. უფრო უცნაურია შენ მისი სახელიც რომ არ იცი, ის სულ ახლახანს გაიცანი და ისე დაგატყვევა, მისი სახელის გაგებაც კი სულ ერთია შენთვის.

ქარი ისე ქრის, თმის გასწორებასაც ვერ ასწრებ. თვალებს ვეღარ ახელ და ცდილობ ინერციით იარო, რომ არაფერს დაეჯახო. ოცნებობ, თუმცა შეუძლებელია ასეთ ქარში ოცნებაც კი. მოგონებები, ფრაგმენტები შენი ცხოვრებიდან არ განებებს თავს ასეთ ქარშიც კი. გიკვირს, რატომ გცივა მხოლოდ შენ და ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობ. ოცნებასთან ისე ახლოს იყავი ………..

იმდენად ამერია ოცნება და რეალობა, ვეღარ ვიგებ რომელი რომელია… მართლა ვოცნებობ, თუ ხანდახან მართლა შეიმიძლია ასეთი ბედნიერი ვიყო… ვკითხე ჩემს თავს და მან არაფრის მთქმელი თვალები დახუჭა. ცუდად არ ვარ… უბედურიც არ ვარ… სადღაც შუაში ვარ… როცა არ იცი ნაყინი გირჩევნია თუ შოკოლადი. პრინციპში ორივე.

-შეგიძლია დაუსრულებლად იფიქრო?

-ფიქრის დროს თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ.

-რაზე ფიქრობ ხშირად?

-არაფერზე.

ფიქრებში შეგიძლია შვება იპოვე. სასო წარკვეთილი ფიქრებს, ოცნებებს დაეწაფო და მხოლოდ მასში ხედავდე გამოსავალს. ნუთუ ასეთი ძნელია ერთმანეთისგან განასხვაო ფიქრი, ოცნება და რეალობა. დამესიზმრა, რომ წვიმდა, ძალიან წვიმდა, მაგრამ არ ვსველდებოდი….

თუ არ იცი რა თქვა, ჯობია საერთოდ გაჩუმდე….

Previous Post
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: