Battery low

12799256-head-icons-with-idea-symbols-vector-illustrationsსიტყვებიც არ მყოფნის ამ ყველაფრის აღსაწერად. უბრალოდ ჩუმად ვზივარ და ვფიქრობ. არა, ვერც ვფიქრობ, იმიტომ რომ არც ფიქრისთვის ვპოულობ თემას. აი ასე, გაშტერებული ვზივარ და ყველაფერს გარედან ვაკვირდები.

უცნაური სიჩუმე თითქმის ყველაფერს აფუჭებს. თუ ხმაური აფუჭებს აღარ ვიცი. აღარაფერი აღარ ვიცი. მცივა? აზრზე არ ვარ. ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ ვისაც კი ოდესმე შეხვედრიხართ, ან ვისაც კი ოდესმე შეხვდებით. თითქმის ცხოვრებიდან ამოჭრილი კადრები “prezi”-ში გაკეთებული სლაიდებივით გადადის. სუნთქვა გეკვრის, არა კი სუნთქავ, მაგრამ ჰაერი არ ჩაგდის ფილტვებში. პანიკა გეწყება. კედლებს ეხეთქები, შეშლილივით დარბიხარ და ცდილობ ადგილი იპოვო, სადაც ცოტას დამშვიდდები, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ასეთი ადგილი სამყაროში არ მოიძებნება. საღად კი არა, საერთოდ ვერ აზროვნებ. ხანდახან გეფიქრება იმაზე, რომ შენი ადგილი იქ ხო არაა, სადაც ხალხს თეთრი ხალათები აცვიათ და საკუთარი სახელები არ ახსოვთ. ზოგს ახსოვს, მაგრამ ჯობია ხმაც კი არ გასცე. ან უარეს შემთხვევაში საწოლზე მიბმული აღმოჩნდები და ყოველ წამს უამრავ აბს გადაგაყლაპებენ გაქცევა რომ არ სცადო. გრძნობ, რომ ამ ყველაფერთან ახლოვდები და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ან რა უნდა შეცვალო, შენ ხომ საერთოდ დედამიწაზე ბინადართ აღარ ეკუთვნი.

ოცნებები ? – რომელი ოცნებები? უაზროდ რომ ახირებული გაქვს რაღაცის გაკეთება და იცი რომ მაინც ვერ ვერასოდეს გააკეთებ? (აქ ოპტიმისტები გეტყვიან – “never say never”) ოცნებებიც ისეთი გაქვს, დედამიწიდან გაფრენა რომ გინდა. ეს ოცნებები აღარ არსებობს. აი ასე, უბრალოდ აღარ არსებობს და მორჩა. განა იმიტომ რომ აღარ გაქვს, უბრალოდ დაგავიწყდა შენი ოცნებების ადგილსამყოფელი და მოძებნასაც აზრი არ აქვს, ჯერ კიდევ საღ გონებაზე გადამალე. საწოლზე მიბმულს შენი ოცნებების დასახელებას არავინ გთხოვს, უბრალოდ არც კი აინტერესებთ.

გეგმები ? – ალბათ შენი გეგმა სწორედ ის იყო, სადაც ბოლოს აღმოჩნდი წამლებით გაბრუებული. საწოლზე მიბმულს არავინ შეგახსენებს რა დაგრჩა გადასეკეთებელი და აღარც შენ გახსოვს ”to do list” სად წაიღე, დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, რომ აგიშვან საწოლიდან ადგე, მაინც დაეცემი ან შენ თვითონვე მოგინდება ისევ დაგაბან.

ცხოვრების სიყვარული ? – უკაცრავად, გამიმეორეთ. . ?! ცხოვრების სიყვარული რომ შენს გვერდით ყოფილიყო ახლა მიბმული არ აღმოჩნდებოდი და არ იოცნებებდი, ვინმეს შენთვის წამლის მოტანა დავიწყებოდა.

უცნაური გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს, თუმცა დასასრული ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება უსასრულოდ გრძელდება ან არ ვიცი,  გაგრძელება იქნება დედამიწიდან აფრენის შემდეგ.

ყველაფერს აქვს საზღვარი. – ცას? -მაგასაც.

ვეღაც გამუდმებით მელაპარაკება, მაგრამ ისე, რომ თქვენ ვერასოდეს გაიგებთ რას ამბობს. ვერც მე ვერ მესმის, პრინციპში რა უნდა გავიგო, თითქმის სულ იცინის. ისე გამაბრუებლად ლაპარაკობს, ვგრძნობ, რომ სულ ახლოს ვარ. შეიძლება ოდესმე გაჩუმდეს?

ისე, თეთრი ფერი ყოველთვის მიხდებოდა.

without_emotions_by_pushstein-d48yvy4

“შეიკარით უსაფრთხოების ღვედი, ვეშვებით.”

Leave a comment

1 Comment

  1. :/

     /  January 17, 2014

    ცხოვრების სიყვარული რომ არ გაგეშვა არც იქნებოდი ესე.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: