,,როცა დიდხანს გიყვარს, ვეღარ ამჩნევენ”

ადვილია ყველაფრის დავიწყება, ძალიან ადვილია. არც საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნაა შეუძლებელი და არც მათ გარეშე არ მოკვდები არასოდეს. იყო საყვარელ ადამიანთან ეს დიდი ბედნიერებაა ყველასთვის, ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაც კი. მაგრამ ყველაფერი ხომ წარმავალია. ადამიანი არ უნდა შეიყვარო ისე, რომ ვერ დაინახოს, რომ მობეზრდეს, რომ ყველაფრის უფლება მისცეს თავს. ეს არ შეიძლება.

სიყვარული არსებობს თუ არ არსებობს? 

როგორ შეიძლება სიყვარული არ არსებობდეს. უბრალოდ წარმოუდგენელია ადამიანების ურთიერთობა ამ გრძნობის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელი იქნება სუნთქვა, ადამიანი უმადური იქნება, უბედური, ცხოვრება აუტანელი, სრული მარაზმი გახდება. ამაზე კამათიც კი არ შეიძლება. სიყვარული თითოეულ ადამიანშია, მთელი მისი არსებობის განმავლობაში მასთან ერთად იზრდება, ვითარდება, ყალიბდება და მასთან ერთად კვდება. ამიტომ არ ღირს იმაზე იფიქრო არსებობს თუ არა სიყავრული, რომ არ არსებობდეს ვინ დაარქმევდა სიყვარულს, ან რატომ მაინცდამაინც სიყვარული. რა უცნაურები ვართ ადამიანები.

ადამიანს არ უნდა მისცე იმდენის უფლება, რომ დაგამციროს, გაგთელოს, თავმოყვარეობა დაგაკარგვინოს და საერთოდ, შენ აღარ იარსებო. განვითარება ყველაფერს ჭირდება, მაგრამ დგება დრო, როდესაც ხვდები, რომ მეტი განვითარება უბრალოდ შეუძლებელია და როცა მზად იქნები ყველფარი თავიდან უნდა დაიწყო, მასთან ან სხვასთან.

Dark-Angel-rip-severus-snape-13696266-1280-800ბედნიერი ვერ იქნები იმ ადამიანთან, რომელიც ყოველთვის ცდილობს გაგრძნობინოს, რომ ადამიანი არ ხარ. ყოველთვის ეცადოს დაგამციროს და საერთოდ, არ შეიძლება იმ ადამიანთან დროის დაკარგვა, ვისაც არ შეუძლია მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და ვისაც უბრალოდ სიყვარული არა, უფრო სხვა რამე ჭირდება ბედნიერებისთვის, ვისაც სხვა ღირებულებები აქვს, ვისაც სხვანაირად ესმის ყურადღება და ვისთვისაც სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და არც არაფერს არ ნიშნავს. რა უცნაურები ვართ ადამიანები.

გავა დრო და ყველა ღირებულებას თავის ადგილას დაიბრუნებს და წამით მაინც იფიქრებს და მიხვდება რომ ყველაფერი სისულელე იყო, რომ სიყვარული ყველაზე ბედნიერების მომნიჭებელი გრძნობაა და ყურადღება ისე უნდა გაეგო, როგორც სინამდვილეშია, მაგრამ რას ვიზამთ, ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ და უბრალოდ შეუძლებელია ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის ერთად ყოფნა. უბრალოდ გამორიცხულია როცა ორ ადამიანს სხვადასხვა ღირებულებები აქვს და სხვადასხვანაირად სწამს, სხვადასხვანაირად გამოხატავს სიყვარულს და სხვადასხვანაირად ესმის ბედნიერება, ყურადღება, სილამაზე. უცნაურები კი ვართ ადამიანები, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირადაა უცნაური. რა გინდა რო ქნა?!

უნდა ადგე და წახვიდე როცა მეტი გზა არ გაქვს. როცა განვითარების უმაღლეს მწვერვალზე ხარ იქიდან უნდა გადმოეშვა. მწვერვალზე ასვლას მხოლოდ ასასვლელი აქვს და იქიდან მშვიდად ჩამოსვლა შეუძლებელია. სწორედ ასეა, ადიხარ, ადიხარ, ნელა, ფრთხილად, ყველაფერს აკეთებ რომ ფრთხილად და სწორად ახვიდე, მაგრამ როცა ახვალ ხვდები, რომ იქიდან უნდა გადმოეშვა, რადგან რესურსები აღარ გაქვს წყნარად ჩამოსასვლელად.

ყველაფერი გააკეთე, მაგრამ არაფერი ჩანს. შეუძლებელია.

ყველაზე სამართლიანი სიტყვები დედამიწის ზურგზე: ,,როცა დიდხანს გიყვარს, ვეღარ ამჩნევენ.”

Previous Post
Next Post
Leave a comment

1 Comment

  1. Yes! Finally someone writes about no win no fee clinical negligence.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: