23.12.13
23:50
სიცარიელე… უჰაერობა… სიცივე… გაყინული ხელები… გულის გახშირებული ცემა… ჩემი საყვარელი მუსიკა, შენიც… ყველაფერი ცუდათაა… ჰაერი ცივია და სუნთქვაც თითქმის შეუძლებელი.
ვზივარ და ვაშტერდები კედელს, თითქოს რაღაცას ველოდები მისგან, მაგრამ უშედეგოთ. უკვე შენი საყვარელი სიმღერა… ჩემიც… დეკემბერი მალე გავა… ყველაზე უემოციო ახალი წელი დადგება და ყველაფერი ძველებურად ჩაივლის, როგორც ყოველთვის. მაგრამ ერთი განსხვავებით… აღარ მივულოცავთ ერთმანეთს, წინა წელთან განსხვავებით. როგორ მებანალურება ეს ფრაზებიც… მაგრამ, მაგრამ… ლაპარაკი არ შემიძლია.
ყველაფერი წარმავალია. ყველაფერი… საერთოდ ყველაფერი… აზრები მებნევა, სადღაც იკარგებიან და სიცარიელე ისადგურებს ყველაგან, თითქოს ჩემს გაგიჟებას ცდილობს. სიტყვებიც აღარ მყოფნის. უბრალოდ ყველაფერი ისე სრულყოფილი იყო….. ხო, მართალია, ბედნიერება წამიერია, წამით გრძნობ და შემდეგ საათობით, თვეობით, წლობით, უბედური ხდები.
ფარდები ჩამოაფარეთ, დარაბები ჩაკეტეთ, სინათლე არ მჭირდება, სიცოცხლე ბოლო წუთებს ითვლის. აღსასრულის მოლოდინი გარშემო ყველაფერს ანადგურებს. გონებას სულ ბურუსი ფარავს. საღად აზროვნების უნარს ვკარგავ, ცრემლებს უბრალოდ მეტი აღარ შეუძლიათ…
ცხოვრება იმ ზღაპარივითაა, რომელიც ყოველთვის მთავრდება. ის ისეთი აზრიანია სხვისთვის და ისეთი უაზრო ჩემთვის… საყვედური ვის უნდა ვუთხრა ისიც კი არ ვიცი… უბრალოდ დაკეტეთ დარაბები, სინათლე არ მჭირდება. მე ის ერთადერთი სინათლე წამართვეს, რომელიც ჩემს ცხოვრებას ანათებდა. ახლა აღარ მჭირდება არც ფანჯრიდან შემოსული სხივი და აღარც მწველი მზე, რომელიც ძალიან კაშკაშებს.
უჩვეულო ღამეა. მთვარე გაქრა. ხო… გაქრა.. იმდენად მუქია ზეცა, იმდენად ბუნდოვანი, იმდენად გაურკვეველი… ყველაფერი ერთ დღეს ხდება. ყველა უბედურება ერთად ატყდება ადამიანს თავს და მისგან ვეღარასოდეს თავისუფლდება.
მალე დადგება თებერვალი და ფანტელები მხოლოდ მე დამათოვს თავზე თეთრად…