დაკარგული ზამთარი

ფანჯრიდან ვიხედები და ირგვლივ მხოლოდ გადათეთრებული არემარე ჩანს. თოვლი ისეთი თეთრია… ადამიანის ნაკვალევი არსადაა. ირგვლიც პატარა ლამაზი სახლები დგას და საკვამურიდან ნისლისფერი ბოლი ამოდის. ჰაერში ზამთრის სურნელი იგრძნობა და ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა. ყველა ბედნიერია. თოვლი სიმშვიდის შეგრძებას გიტოვებს და ოპტიმისტს გიღვივებს თითქოს…
პატარა ბუხრის წინ ვზივარ და ფიქრები თავს არ მანებებს… უჩვეულო სიმარტოვე და მონატრება მახვევია გარს. ყველაფერი იდეალურადაა-მეთქი, უკვე გითხარით, მაგრამ ჩემთვის იდილიას ის გრძნობა აკლია, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ როდესაც გხედავ. ბუხარი ანთია, მაგრამ მაინც სიცივეა. არ ვიცი რატომ ცივა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს…

ოჰ, რა კარგი იქნება ყველაფერი შენ რომ ჩემს ფიქრების გარდა, ჩემი მხედველობის არეალში იყო. აზრიანი იქნება ყველაფერი, თოვლიც გარკვეულ დანიშნულებას მიიღებს, უფრო გათეთრდება და ,,ცხოვრება  მშვენიერია” ფრაზა იტრიალებს ოთახში, გული გამალებით ცემას დაიწყებს და სახიდან ღიმილი არასოდეს მომშორდება. ოჰ, რა ცოტა მინდა ბედნიერებისთვის, ჭეშმარიტი, სრულყოფილი ბედნიერებისთვის. რა უსუსურები არიან ადამიანები იმ ბედნიერების გარეშე, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით. ჰო, სიყვარული თავად ბედნიერებაა და ბედნიერება თავად სიყვარულია.

winter-house_183018მოსაღამოვდება და უფრო მიმზიდველი გახდება არემარე. თოვლი ფანჯრიდან გამოსულ სინათლეს აირეკლავს, რომელიც ძალიან ლამაზია. არეკლილი სინათლე ჩემს ფანჯარაშიც შემოაღწევს და ამ არეკლილი თოვლის შუქზე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს გვერდით, ბუხართან. დაძინებას დავაპირებ და სიზმარშიც დაგელოდები, თითქოს ისე აკლიხარ ჩემს გონებას. სიზმრებში მთელი არსებით შეგიგრძნობ და ჩემი ცხოვრების ნაწილად გადაგაგცევ, რომელიც შენს გარეშე წარმოუდგენელი გახდება.

ისევ გადაუღებლად თოვს. ნაზი ფიფქებით ივსება ის ეზო, სადაც ერთ დროს მე და შენ ზაფხულის მზეს ვემალებოდით. დაკარგულია ზამთარიც, თოვლიც, არეკლილი სინათლეც და ის ბუხარიც აღარაა ისეთი თბილი… თავს ისევ შენზე ფიქრით ვირთობ… ვოცნებობ, წარმოგიდგენ, ოჰ, როგორ მაკლიხარ…. არ ღირს არაფრად ის ბუნების სილამაზე, რაც ჩემი ფანჯრიდან ჩანს.

შენი თვალებით დანახული ზამთარი მინდა, შენი თვალით არეკლილი ის სინათლე, რომელსაც დღეს თოვლი ირეკლავს, შენი სუნთქვით გაჟღენთილი ოთახი, შენი სურნელი ჩემს ტანსაცმელზე, შენი ღიმილი შენივე სახეზე, შენი საუბარი წლევანდელ თოვლზე, შენი სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს ფიქრებშია, შენი ტუჩები, ზუსტად ისეთი… ვარდისფერი…  შენი მკლავებით გამთბარი ჩემი სხეული…. დაუსრულებელი ოცნებები მაქვს, დაუსრულებელი წამი, დაუოკებელი სურვილი და ნაზი ფუნჯი, რომელსაც განუწყვეტლივ შეუძლია შენი დახატვა…

aire,,ჯანდაბას ჰაერი, მე შენით ვსუნთქავ.”

Next Post
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: