ტკბილი 90-იანები

90-იანების ბოლოს დავიბადე. სახლში “ფეჩი” მედგა და პამპერსებიც არ იშოვებოდა. ყველაფრის მიუხედავად არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა.

3 წლის ვიყავი #2 ბაგა-ბაღში რომ მივედი. სახლის გვერდით იყო, მაგრამ არასოდეს მივდიოდი ბაღში დიდი სიხარულით. ვერ ვიტანდი წყალ-წყალა სუპებს და ვერც შუადღით ძილს. თუმცა ყოველთვის ყველაფერი ტკბილად მახსენდება, რაც ჩემს ბავშვობას უკავშირდება. ეხლაც მახსოვს, ხატვა არასოდეს მეხერხებოდა, მაგრამ ჩემს თავს მაინც ვაძალებდი რამის დახატვას, ვერასოდეს გაიგებდით რა ეხატა იმ ფურცელზე, სადაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა. მერე შემოსასვლელში იყო ხოლმე ჩამოკიდული ჩვენი ნახატები, რომ მშობლებს ენახათ და მეც, დიდი სიამაყით მიმყავდა დედაჩემი და ჩემს ნახატს ვაჩვენებდი. პლასტელინებიც მახსოვს. ჩვენ მიგვქონდა და ბაღში ვინახავდით, მერე რომ გამოგვეყენებინა. ძერწვას მასწავლებლები გვასწავლიდნენ. არც ეგ გამომდიოდა გადასარევად, მაგრამ ჩემი თავით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი.

blowმახსოვს ჟანა. ყოველთვის უკმაყოფილო იყო ჩვენი საქციელით. არასოდეს გვწყალობდა და მეც, სხვა ბავშვებივით, არ მახსენდება მისგან განსაკუთრებული სითბო. თუმცა არც მადარდებდა. როგორც ყველას, მეც საყვარელი მასწავლებელი მყავდა და მისი ხათრით თუ მივდიოდი. ჟანას შემოქონდა ჩვენთვის სუპი დიდი ვედროთი. სადაც იშვიათად შეხვდებოდით ხახვს, მწვანილს, ხორცს – არასოდეს.

ბევრი სათამაშო იყო. ჩვენც ვთამაშობდით ბედნიერებად. მერე “ფეჩს” შემოვუსხდებოდით და კაცმა არ იცის რაზე ვლაპარაკობდით. ვხვდები, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. ყველაზე მაგარი ბავშვობა მქონდა. იყო “წრეში ბურთი”, იყო “დაჭერობანა”, “დამალობანა” თავისი “პაჟარიას” ძახილით…. “დროშობანა”, სახლების აშენება ადიელებით… მოკლედ… სრულყოფილი იყო ბავშვობა.

childhood-wallpapers_17665_1920x1200ათას კურიოზს გავიხსენებდი… ყველაფერს დავთმობდი წარსულში დასაბრუნებლად, დიდი სიხარულით ვივლიდი ისევ #2 ბაგა-ბაღში.  არასოდეს ვიწუწუნებდი, როცა სინათლე ჩაქრებოდა, არასოდეს მომინდებოდა კომპიუტერის ჩართვა, არასოდეს გამოვიყენებდი მობილურ ტელეფონს, არასოდეს დავინტერედებოდი პოლიტიკით და კმაყოფილი ვიქნებოდი შევარდნაძის რეჟიმით, მხოლოდ მაშინ ვიყავი სულ მხიარული. არასოდეს, არასოდეს მომბეზრდებოდა “ფეჩის” გვერდით ჯდომა, არასოდეს ვიტყოდი  როდის გავიზრდები-მეთქი.

იხედები წარსულისკენ და გული გწყდება. იცი, რომ ეგეთი სრულყოფილი ბედნიერი არასოდეს იქნები. შეცდომებზე პასუხს არავინ გთხოვდა და ყოველთვის ყველაფერს შენს მიამიტობას აბრალებდნენ.

სკოლაში 21-ე საუკუნის დასაწყისში მივედი, მაგრამ 90-იანების გავლენა მაინც იგრძნობოდა. მახსოვს, მსახიობობა მინდოდა. პირველ გაკვეთილზე ნათქვამი ლექსი ეხლაც მახსოვს. როგორი ამაღლებული გვიხსნიდა ჩვენი თამრიკო მას-ი, რომ დედაენას ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.

მოკლედ……… ვიზრდებოდი და ვარდისფერი სათვალე ნელ-ნელა ქრებოდა. ყველაფერი გაქრა. ის ზეიმიც, სადაც ანბანი გავაცილეთ და ისიც, სადაც შემოდგომის მოსვლა გაგვიხარდა. მიხარია მოგონებები რომ არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან.

childhood

            1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ვიხილები და მოვდივარ…

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: