შუა ღამე იყო

თითქოს უცნაურია, მაგრამ ხშირად ხდება რომ ბედნიერების გეშინია. ეს უბრალო შიში არ არის, ეს არის ყველაფრის დაკარგვის შიში. როდესაც ბედნიერი ხარ ეს მხოლოდ წამიერია, წამიერია იმის განცდა რომ ბედნიერი ხარ, იცი რომ ყოველთვის შეიძლება დაკარგო და სწორედ ამის გეშინია, იცი რო ეს “ყოველთვის” ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს.

ყველაფერი საკმაოდ ჩვეულებრივად იყო. არც ფურცლები დამვარდნია და არც განსაკუთრებული რომანტიკა ყოფილა. ყოველთვის ვაღიარებ, რომ რომანტიკოსი ვარ, თუმცა იმასაც ვუმატებ, რომ რეალისტიც. არც ისე ლოგიკური სიტყვათა შეთანხმებაა. იმას ვამბობდი, რომ ყველაფერი ჩვეულებრივზე ჩვეუელებრივად იყო, ბანალურადაც კი. თუმცა შეიძლება ყველაფერმა ნებისმიერ დროს დიდ გრძნობებთან და განცდებთან დაგაკავშიროს.

9l9ysცივია, მაგრამ საკმაოდ ვნებიანი. იშვიათად იღიმის, მაგრამ ძალიან ლამაზად, პატარაა, მაგრამ ყველაზე ჭკვიანი, ეს ტიტული მე მივანიჭე. ლამაზია და 4 წამში ხან 3 წამში ერთხელ ახამხამებს თვალებს. ისეთი განცდა გაქვს, რომ არაფერზე ფიქრობს, მაგრამ ყოველთვის რაღაც ფიქრის ქვეშაა. შეუძლია ერთდროულად მთვარეც იყოს და მზეც, ზამთარიც და ზაფხულიც. რომ მკითხოთ წელიწადის რომელ დროს შეადარებდიო გეტყოდით რომ შემოდგომას. დღეს თუ ღამეს – გათენებას. აისს თუ დაისს – შუალედს. ყველაფერი შუალედურია, უბრალო და ძალიან ლამაზი.  სიცივეს ვერ იგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ცივია. ვერც სითბოს, მაშინაც კი როდესაც ცდილობს ძალიან თბილი იყოს. ხშირად ოცნებობს, ხანდახან აუხდენელზე.

ბედისწერის არ მჯერა, არც შემთხვევითობის. დახურული ფანჯარაა, რომელსაც ვერანაირი ქარი ვერ აღებს, მხოლოდ მზის სხივებით შეგიძლია მისი გაღება. ბეთხოვენის ყველა სიმფონიაა ერთდროულად. მრავალფეროვანია, მაგრამ ძალიან უბრალო მრავლისმეტყველი გამოხედვით. ყველაფერია ერთად. ყველა ფერი…

წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე… ერთად. უცნაურია, როდესაც დაუსრულებლად შეგიძლია საუბარი. ყველაფერს შეგიძლია შეადარო, მხოლოდ იმიტომ რო ამოუცნობია. ვერ ვიტყვი მიუწვდომელი-მეთქი, არასწორი იქნება. აი იმ ხეს გავს, რომელიც ძალიან მაღალია და გინდა ახვიდე, თან გეშინია, თან ბევრი დაბრკოლებაა, მაგრამ თუ მოინდომებ მაინც ახვალ, ყველაფრის მიუხედავად.

მალე თოვლი მოვა. თოვლი მომწონს. თეთრია და იმიტომ. ძალიან ბევრი დროა წინ. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ყველა ფერი.

არ შეიძლება ყოველთვის ბედნიერი იყო, მერე ვეღარ შეძლებ ბედნიერება და უბედურება ერთმანეთისგან გაარჩიო.

kjd99

გააღე ფანჯარა,
შემოუშვი დეკემბერი ოთახში,
იგრძნოს როგორია ზამთარი.

Previous Post
Leave a comment

2 Comments

  1. მიყვარხარ❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: