დრო

130117_time2

ცა ჩამოიქცა. ძალიან წვიმს. ფიქრები ერთიანად იფანტება, მეც ვცდილობ ხელები არ გამეყინოს და გამალებით ვმალავ ჩემს ჯიბეში. მივაბიჯებ ისე, თითქოს პირველად ვხედავდე არემარეს ასეთს. ისეთი გაყიდულია ირგვლივ ყველაფერი… ჩემი გამყინავი მზერით ვერაფერს ვერ გამოვხატავ… საერთოდ ვერაფერს… და ასეთი ცარიელი ცხოვრებაში პირველად ვარ.

გული ვერაფერს მკარნახობს, გონება დაბნეულია და არც მინდა რამის ახსნა ვთხოვო. მივდივარ იმ ადგილას, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, რომ უფრო მარტოდ და უცხოდ ვიგრძნო თავი. ესეც არ გამომდის, არც ეს არ მაძლევს დამშვიდების საშუალებას. ქარი თვალებზე ცრემლს მიტოვებს, რომელიც უფრო მიმარტივებს ტირილს…

ძლიერი ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ, არც არასოდეს მიცდია ძლიერი ვყოფილიყავი. მეტად მგრძნობიარე ვარ და ადამიანები, რომლებმაც ჩემს თვალში ფასი დაკარგეს, ვეღარც კი ამჩნევენ ჩემს ადამიანობას.

სახლში დავბრუნდი და შევეცადე რამე კარგზე მეფიქრა. ხელები ისევ გაყინული მაქვს და მზერაც ვერ გამილხვა. თაფლისფერი თვალები გაფერმკრთალდნენ… სულს ვეღარც კი ვგრძნობ. არასოდეს მქონია იმედი მომავლის უკეთესად შეცვლის, მაგრამ ყოველთვის მქონდა სურვილი, რასაც იმედზე მაღლა ვაყენებდი. ვცდილობ ადამიანების სიყვარულს გადავეჩვიო, ვცდილობ ყოველთვის ყველასგან ცუდს ველოდე, რომ კარგი დავაფასო და სიხარულით ავივსო…

არ ვიცი…. ცხოვრება იმაზე უფრო ტრაგიკულია, ვიდრე “რომეოს და ჯულიეტას” ფინალი, იმაზე უფრო სევდიანი, ვიდრე “უმანკოების მუზეუმი” და იმაზე უფრო ირონიული, ვიდრე “ბედნიერი ერი.”

ტყუილია ეს ყველაფერი. უბრალოდ ერთი გამოუსწორებელი რეალისტი ვარ, რომელსაც მომავლის იმედიც კი არ აქვს ამდენი სურვილის მიუხედავად. არ ღირს ადამიანი იმის ფასად, ასეთი დამცირებული, შეურაცხყოფილი და სევდიანი გრძნობების. არა………

დრო ჭირდება ყველაფერს. დრო ჭირდება ყველაფერის დავიწყებას და ყველაფრის თავიდან დაწყებას. თავიდან დაწყება არ მჭირდება, უბრალოდ ცოტა ხნით ყველა ადამიანი გაქრეს, მხოლოდ მაშინ შევძლებ ფიქრს და ჩემი პრინციპების დაბრუნებას…

დროში არეული ვარ. სხვა განზომილებიდან შემთხვევით მოხვედრილი…

სულ ცოტაც …. ძალიან ცოტა…. იმაზე მეტად ეგოისტი ვარ, ვიდრე რომელიმე თქვენგანი.

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: