“დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი”

ქარმა დაუბერა და ხეები ნაზად შეარხია. გაკვირვებული ვიყურები გარშემო და ვხვდები, რომ სულ მარტო ვდგავარ იმ ხის ქვეშ, რომელსაც ასე ნაზად არხევს ქარი. ვერ მივხვდი აქ როგორ აღმოვჩნდი, ვერც იმას ვიხსენებ როდის დაბნელდა და არც ის ვიცი რატო ვიყურები ასეთი გაშტერებით და რატომ მაქვს თვალები ოდნავ სველი. თავიდან ქარს დავაბრალე,  მივხვდი, რომ ისეთი დაბნეული ვიყავი მხოლოდ ერთ ადგილას დგომა შემეძლო. ვცადე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მკერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომელმაც საშუალება არ მომცა სიარული გამეგრძელებინა.

თავბრუ დამეხვა და ჩამოვჯექი, დავიწყე ფიქრი, რომელიც არც მანამდე შემიწყვეტია და უცნაური გრძნობით მიმოვიხედე გარშემო, სადაც ერთი ხის გარდა არაფერი არ ჩანდა. სული მეხუთება, გული მეკუმშება და სუნთქვას ვერ ვახერხებ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მოვხვდი რაღაც არარეალურ სამყაროში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მე ვიყავი. ვფიქრობდი, რომ არ შეიძლება ადამიანი რაღაც გრძნობებმა დაამონოს და თავისუფალი ფრენა დაავიწყოს. სული, რომელიც არც კი ვიცი მაქვს თუ არა, ძალიან დამიმძიმდა და ვიყურები იმ სამყაროში, სადაც იცი, რომ არასოდეს მოხვდები. შენ თავისუფლება დაკარგე, დაგამონეს და ასეთი ფერმკრთალი ნისლით, რომელიც თავს გახვევია ცდილობ გერქვას პიროვნება და ცდილობ ისუნთქო. გადავწყვიტე, რომ უნდა მივეჩვიო ჩემს არსებობას არარეალურ, გამოგონილ, ოცნებებით სავსე სამყაროში, სადაც შენმა ოცნებებმა აზრი დაკარგეს, სადაც მგრძნობელობა დაკარგე და სადაც სული თავისუფლად ვეღარ დაფრინავს. Soul-Nebula-sum-HA-only-final

უცნაური გრძნობაა იყო მონა და ასევე უცნაურია არ გრძნობდე არაფერს. სწორედ ასე ვიყავი იმ წამს და დარწმუნებით იმის თქმაც კი არ შემეძლო ცოცხალი ვიყავი, თუ უკვე მოვკვდი. მინდოდა ძლიერად დამეხუჭა თვალები, მაგრამ ესეც არ შემეძლო. საერთოდ ისიც კი მიკვირდა, რომ მე თვალებს ვახელდი. შემომრჩა ერთი ადამიანური გრძნობა მაინც. ქარი ისევ მშვიდად განაგრძნობდა ქროლვას და მეც დავემორჩილე მის უაზრო ახირებებს და ისევ გაშტერებით ვაკვირდებოდი ხეების რხევას.

საერთოდ ვინ ვარ, ან აქ რა მინდა. რატომ ვეღარ ვგრძნობ თავისუფლებას, რატომ ჩამომდის ლოყაზე თავისით სველი წვეთები. რატომ ვეღარ ვგრძნობ ვეღარაფერს. ნუთუ ის ისეთი ძლიერია, რომ ყველა გრძნობა ერთდროულად გადაფარა, ნუთუ მე მისი მონა გავხდი და მხოლოდ მისით შემიძლია არსებობა, ნუთუ ჩემი პრინციპები, ჩემი მიზნები საერთოდ დამავიწყდა, ნუთუ მე ის ვარ, ვისაც ყოველთვის საღად აზროვნება შეეძლო. რა ხდება ჩემს თავს? ვის ან რატომ უნდა ჩემი ესე დატანჯვა. თავისუფლების გამო მზად ვარ საერთოდ დედამიწიდან გავქრე. მე ის ვარ, ვისაც თავისუფლება არსებობისთვის, სუნთქვისთვის, ცხოვრებისთვის, გრძნობებისთვის ჭირდება……

გამეღვიძა, გადავტრიალდი და მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოვთქვი: “დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.”

 

Next Post
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: