უსასრულობა

ვერ დაგპირდები, რომ შენზე არ ვიფიქრებ.

ვერ დაგპირდები, რომ სამუდამოდ დაგივიწყებ.

ვერ დაგპირდები, რომ აღარ მეყვარები.

ვერ დაგპირდები, რომ არ ვინანებ, რომ დაგკარგე.

იმას გპირდები, რომ დავანგრევ ყველაფერს, რაც შენთან მაკავშირებს. ყველაფერს გავანადგურებ რაც შენს გამო გავაკეთე.  გაპატიებ, რომ ასე ჩასახლდი ჩემში და მთელი ჩემი სხეული დაიმორჩილე.

ვიღვიძებ და ვაცნობიერებ, რომ რაღაც მაკლია. გაშტერებული ვუყურებ ჩემს თავს კიდევ ერთხელ რომ გამოვფხილდე და მივხვდე  რა ხდება. გარეთ გავდივარ და ვხვდები, რომ ყველაფერი გუშინდელივითაა. მყარად ვდგავარ მიწაზე და თითქოს ეს საკმარისი უნდა იყოს არსებობისთვის, მაგრამ ადამიანი ვარ და მეც მჭირდება პოზიტიური დღეები, რომლებიც სიცოცხლეს გამიხანგრძლივებენ და რომლებიც მაგრძნობინებენ, რომ არ ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი, რომ  ყოვლის შემძლე ვარ და ჩემთვის აუხდენელი ოცნებები არ არსებობს.

ასეთი გაურკვეველი დავდივარ დღეს, მაგრამ ვიცი რომ ესეც გაივლის. მიმართულება დავკარგე და არეული ვარ, თუმდა იმედი მაქვს ჩემთვის სასიამოვნო მუსიკა დაიწყება.

ხელები სულ გამეყინა და ვერ ვითბობ. ისეთი ქარი მიბერავს წონასწორობის შენარჩუნებას ძვლივს ვახერხებ. გული გაიყო ორად. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ რაც არ გკლავს გაძლიერებს?! მეორე ნაწილი ვერ ფიქრობს, ალბათ სიცივისგან აზროვნების უნარი წაერთვა. მე გონების აზრი უფრო მაინტერესებს, რომელიც მეუბნება გულს მიენდეო. ვერ გავიგე გულის რომელ ნაწილს, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მე მე ვარ ის ისაა და შენ შენ ხარ. ცხოვრება არის ხაზი, რომელსაც მიმართულებასაც შენ აძლევ და იმასაც შენ აირჩევ ვინ შეიძლება გადაკვეთოს იგი. თუმცა შენს შემთხვევაში პარალელური ხაზი გაივლო, რომელიც ვერასოდეს გადაიკვეთებიან?!

იდეალური ადამიანები არ არსებობენ, თუმცა არსებობენ იდეალური დღეეები, რომლებსაც სხვა დღე ვერ შეცვლის, ვერ ჩაანაცვლებს და ვერც დაავიწყებს.

სიჩუმე. საათის წიკწიკი, რომელიც ამ ბოლო დროს უკვე ნერვებს მიშლის და მუსიკა, რომელიც მაწყნარებს თუ მაფორიაქებს ვერ გამიგია. ამდენი ხანია ვცდილობ ცხოვრების მიზანი გავიგო, მაგრამ ბოლომდე ვერ მივდივარ.

მალე ზამთარი დადგება და იმხელა თოვლი მოვა, როგორიც ბავშვობაში მოდიოდა ხოლმე.

მოდი შევთანხმდეთ, ჩვენ შორის კავშირია, ხილილი თუ უხილავი არ ვიცი, უბრალოდ უსასრულობა ხარ იმ პარალელური ხაზისა, რომელსაც შეიძლება მიმართულება აერიოს და შემთხვევით ჩემი ხაზი გადაკვეთოს, რომელიც ასევე უსასრულია. gallery_500_3_62767

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: