ბედნიერების დროა

რაც არ უნდა ლამაზი იყოს ურთიერთობა და რაც არ უნდა დიდი გრძნობა აკავშირებდეთ ადამიანებს, ყველაფერი ადრე თუ გვიან უფერულდება. ყველაფერი იფიტება  და მარტივი ურთიერთობებიღა რჩება. ადამიანები ერთმანეთს ეჩვევიან და ჰგონიათ, რომ მათთან ერთად დაიბადნენ, ჰგონიათ, რომ მათ გარეშე არსებობა არ შეუძლიათ და ყველაფრის საწყისები ისინი არიან. ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად და ყველასგან განსხვავებულია, რადგან ორი ერთნაირი პიროვნება არ არსებობს, თვით სიამის ტყუპებსაც კი განსახვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აზროვნება და არავინ არ უნდა ჭირდებოდეს საყრდენად. თითოეული ნაბიჯი უნდა აკონტროლოს და “თავის დაკარგვის” შემთხვევაშიც კი უნდა იცოდეს, რომ ის ბოლოს მაინც მარტო დარჩება.

მე თუ მკითხავთ გეტყვით, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში ყოველთვის აუცილებელია კიდევ ერთი სულიერი, მაგრამ აბსტრაქტული არსება, რომელსაც ჩვენ გრძნობას ვეძახით. ჩემს საყვარელ ადამიანთან ყოფნისას ვხვდები, რომ მარტო ჩვენ ორნი არ ვართ იმ წუთას იქ, არის კიდევ ერთი აბსტრაქტული მატერია, რომელიც თავბრუს გვახვევს და გვიბიძგებს ისეთი რაღაცისკენ, რასაც შემდეგ შეიძლება ვნანობდეთ კიდეც. სწორედ ამ უფერული მატერია წარმოადგენს ყველაფრის თავს და თავს. FreedomAndHappiness

მეორე ადამიანი შენს ცხოვრებას უნდა ალამაზებდეს, უნდა გიხაროდეს ყოველ დილით მისი დანახვა, მის მიერ მოტანილი ყავაც კი უდიდეს ბედნიერებას უნდა განიჭებდეს და არასოდეს არ უნდა მისცე არავის იმის უფლება, რომ ამ ყველაფრის განცდის საშუალება დაკარგო. ყველაფრის მიუხედავად, ის შენს საყრდებად არ უნდა აქციო. არ უნდა მისცე მას იმის უფლება რომ მოგადუნოს და შენი პრობლემები მან მოაგვაროს.  [აქ ვხვდები, რომ ფილტვებს ენერგია ჭირდებათ წერის გასაგრძელებლად.]

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ყველა ურთიერთობა ადრე თუ გვიან უფერულდება და ისევ მარტო დარჩები, სწორედ ამის გამო უნდა ეცადო დამოუკიდებლად არსებობა ისწავლო და ეს ნებისმიერი ურთიერთობა შენ საყრდენს კი არა უფრო იმის ხალისს გაძლევდეს, რომ თავისუფალი ხარ, უფრო მსუბუქი, რომელიც თავისთავად ბედნიერებას მოგანიჭებს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისუფლება ან ბედნიერაბა არ სურს.

ძალიან ზუსტი ნათქვამია: “არავინ არავის არ კარგავს, რადგან არავინ არავის არ ეკუთვნის.”

იყო დრო, როდესაც სულერთი იყავი, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც სულ ერთი ხარ.

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: