მეტი, ვიდრე შენ

ადამიანები ვერ იტანენ, როდესაც მეორეხარისხოვნები არიან. ვერ იტანენ, როდესაც პირველ ადგილას არ დგანან. მეც ადამიანი ვარ. მეც ის გრძნობები მაქვს, რაც თქვენ. მეც ის მწყინს, რაც თქვენ და მეც ისე მიხარია, როგორც თქვენ. ჩაფიქრდები და მიხვდები, რომ ჯობია მარტო იყო, ვიდრე დღითიდღე ხვდებოდე, რომ მეტი აღარ შეგიძლია. სული დაგიმძიმდა და უნდა რომ შენგან გაიქცეს და მთელი ხმით იკივლოს, რომ მეტი აღარ შეუძლია. ამას ვერ აკეთებს და იცის, რომ მალე განადგურდება.

ცხოვრებაში თავი არავის დაუხარო, არავის გამო იყო ცუდათ და არავინ შეძლოს შენს

poster1

 მეს გადაახტეს. ფიქრები ისე სწრაფად დარბიან, რომ გააანალიზებას ვერ ახერხებ და საერთოდ უხმოდ დგახარ და გაჰყურებ იმ გზას, სადაც იცი, რომ არასოდეს არავინ დადის. ოცნებები არასოდეს გტოვებს. ყველაფრის მიუხედავად მაინც ოცნებობ. აქვს თუ არა  აზრი მაინც ოცნებობ.

თავი გისკდება ამდენი ფიქრით, ამდენი გამოუსადეგარი ფიქრით. თავზე გაწვი

მს და მთლიანად სველდები ისე, რომ ვერაფერს ვერ გრძნობ. ყელში ბურთი გეჩხირება და სუნთქვა გეკვრის. ბოლ

ოს მაინც შენ მოგეღება ბოლო და ისევ შენ იგრძნობ თავს დამცირებულად.

ოჰ, როგორები ვართ ეს ადამიანები, როგორ გვიყვარს საკუთარი თავი, როგორ ვერ ვიტანთ, როცა ცუდათ ვართ და არავის გამო არასოდეს არ დავთმობთ საკუთარ სიცოცხლეს. ეს ამოუცნობი და არარეალური სამყარო ალბათ მუდმივად თან გამომყვება და ალბათ ისეთივე უბედური იქნება, როგორც ჩემი შინაგანი მე. როდემდე უნდა წავიდე ისე შორს, რომ დაბრუნების ყოველთვის მეშინოდეს. არასოდეს არ ვფიქრობ მომავალზე და არასოდეს არ მაინტერესებს, მერე რა იქნება, მერე არაფერი არ იქნება, მერე მხოლოდ უსასრულო მოლოდინი ან უკეთეს შემთხვევაში უსასრულო მარტოობა მოლოდინების გარეშე.

ადამიანებს ყველაფერი მეტ საფრთხეს საკუთარი თავი უქმნის და ყველაფერზე მეტად საკუთარი თავი სტანჯავთ. ხვდები, რომ გაკანკალებს და ხვდები, რომ უფრო მეტი სითბო გჭირდება, მაგრამ ვერავინ შეძლებს საკუთარი ხელებით გათბობას. იმდენად გამჭირვალეა ეს სამყარო, რომ ვეღარც იმას ვხედავ, რაც უნდა დავინახო, ყველას ბრმად მივყვები და არც გადარდებს რამდენად გულწრფელები არიან.

ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს,  ყველაფერი ადრე თუ გვიან მოგვარდება და წვიმაც მგონია რომ მალე გადაიღებს.

არადა, ვიცი, რომ მისი ერთი ჩახუტებით ყველაფერი მოგვარდება.

spongebob_patrick(2)

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: