Hormones of happiness

როგორც არ უნდა ჩაფიქრდე, მიხვდები, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვ, ვიდრე გაქვს. ყოველთვის ცდილობ რეალობას გაექცე და ყოველთვის ცდილობ იოცნებო და ოცნებები იმდენად რეალური იყოს, რომ ვეღარ შეძლო გამოფხიზლდება.

გავიღიმე და თვალებში ჩავხედე. მივხვდი, რომ უსასრულოდ ოცნებობდა,  ეს ოცნება მხოლოდ მასში რჩებოდა და ძალიან იტანჯებოდა. ჩავეხუტე და მივხვდი, რომ მისთვის იმაზე მეტს ვნიშნავდი, ვიდრე ამას მაგრძნობინებდა. ეგოისტი ვარ და ვხვდები, რომ მიყვარს, როდესაც ადამიანებს საკუთარ თავზე და საკუთარ გეგმებზე ველაპარაკები. სწორედ ამიტომ ვცდილობ არ ვიყო იმ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ვუყვარვარ. ვერ ამიტანენ ასეთ ეგოისტს და იდიოტს. როცა საკუთარ თავზე ვფიქრობ, არასოდეს არ ვიცი რა მისია მაკისრია.download ვიცი, რომ არსებობს უსასრულობა ამ ქვეყანაში და მინდა უსასრულობამდე მივაღწიო და შემდეგ მშვიდათ დავტოვო დედამიწა, რომელიც ისეთივე ამოუცნობია, როგორიც თითოეული ადამიანი. გული სწრაფად მიცემს. ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცაზე ვნერვიულობ. არ მინდა არასოდეს ვინმეს გული ვატკინო, არ მინდა ვინმე დაიტანჯოს. საერთოდ არ მინდა არავინ დაიტანჯოს, არავინ!

ერთხელ შევეცადე უფრო ადვილად დამეწყო ყველაფრის აღქმა. მივხვდი, რომ იმდენად ჩახლართულია, შეუძლებელია მარტივად შეხედო. თუმცა ყველაფრის გამარტივება შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულ პასუხამდე ვერ მივალთ. მოკლედ, საკმაოდ რთულია ცხოვრება, და ადამიანები ვცდილობთ ისეთ რაღაცეებს დავეყრდნოთ, რომლებიც არსებობაში დაგვეხმარება.

Serotonin-Spartan-HF-based-on-xtal-3D-balls-web

 ბედნიერების შემჩნევა არ ვიცით. ვერ ვხვდებით როდის ვართ ბედნიერები. მხოლოდ უბედურების დროს ვიცით, რომ უბედურები ვართ. ბედნიერება წამიერად გრძელდება. მე ვაფასებ ბედნიერ წუთებს, ვიცი, რომ ძალიან მაგარი რაღაცაა და ისიც ვიცი, რომ ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. პრინციპში, არავის შეუძლია ბედნიერების ჰორმონების გამოყოფის გარეშე.

ხანდახან იდიოტი ფილოსოფოსივით ვიწყებ აზროვნებას და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არ უნდა ვიფიქრო. ვიცი, რომ როგორც მარტივად დავიბადე, ისე მარტივად მოვკვდები და არც ეს სულელური ფსოქოლოგია გამომადგება და არც არანაირი ცოდნა დარჩება სულს, რომელიც გამიგია, რომ მარადიულია.

ჩაგეხუტები და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება, რამდენიმე წუთით მაინც.

Leave a comment

2 Comments

  1. იმიტომ, რომ ჩახუტება ენდოფრინებს გამოყოფს, ენდოფრინები კი ბედნეირების ჰორმონებია.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: