როგორი იდიოტი ვარ ანუ My experienses with girls

მკერდზე თავი უდევს და საკმაოდ ღმა სუნთქვა ისმის. ვუყურებ თვალებზე, რომლებიც დახუჭა და წესით 1-2 საათში უნდა გაახილოს. პირველად ხდება ასე, ჩემზე ადრე ჩაეძინა. დროა გავაღვიძო, მომბეზრდა მარტოობა.  ავდგე, ჩავიცვა და ღრმად ჩავისუნთქო აივნიდან შემოსული ჰაერი, რომელიც ნელ-ნელა სიგარეტის სუნით იჟღინთება. ოთახში ტანსაცმელებია მიმოფანტული, ვცდილობ მოვძენო სასურველი წყვილი და გავაღწიო ამ სახლიდან, უკვე ძალიან მცხელა.

გარეთ ორი ტიპი დგას, რომლებსაც მაგრად კიდიათ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, ან ვაფშე სად მივდივარ.  გაჩერებაზე ჩვეულებრივი ქალი დგას, იყურება აქეთ-იქით და სასურველ ტრანსპორტს ელოდება. მეც აქეთ-იქით დავიწყე ყურება და ველოდები როდის დაიწყება ჩემი საყვარელი სიმღერა, გადართვა მეზარება. თავში იდიოტური აზრები მიტრიალებს. რატომ მიყვარდება ადამიანი ისე, რომ დანარჩენი ყველაფერი და ყველა მავიწყდება მის გარდა. 24 საათი მისი სახე. თუმცა, პოლიგამიურობა ყველა ადამიანს ახასიათებს და ყოველთვის თავს იჩენს უდროოდ ხოლმე. თუმცა ეგ აქ არაფერ შუაშია. რავქნა, გავყვე ამ ავტობუსს, თუ ტაქსით წავიდე. მეზარება ავტობუსიდან კიდე სიარული. ტაქსი შესასვლელამდე მიმიყვანს და გზაში მოწევასაც შევძლებ. თავი მტკივა. გამივლის ალბათ. გადმოვედი ტაქსიდან და გავიარე ცოტა. თვალები მეწვის, ალბათ უძილობის ბრალია. დავტკეპნე კოსტავას ქუჩა. საინტერესი ტიპებს თვალს ვაყოლებ და საათზე ვიყურები. პრინციპში არსად მეჩქარება. ბოდიალიც მომბეზრდა. წავალ ისევ სახლში. თუ ელენესთან, არ ვიცი. სად უფრო გავერთობი.

5tkjqერთ საათში ელენესთან ვარ. ზარს ვრეკ და ხელში მისი საყვარელი შოკოლადი მიჭირავს. კარს მიღებს, ხალათი აცვია და ნამტირალევი ჩანს.

– რა გჭირს?

ვეკითხები, თითქოს დიდად მანაღვლებდეს.

– არაფერი, შემოდი.

შოკოლადს ვაწვდი, ლოყაზე მსუბუქად ვკოცნი და სახლში შევდივარ. ირგვლივ ყველაფერი ისეა, როგორც დავტოვე. ტელევიზორი ჩართულია და 27  ოქრომბრის არჩევნებს აანონსებენ.  ტვინი მოტყნეს რა. ვისაც არ გვაინტერესებს რა ვქნათ?!

ელენემ ჩემი საყვარელი ყავა გააკეთა და ჩემი მოტანილი შოკოლადი გახსნა. რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს. თუმცა გარშემო მაინც ყველაფერი ისევ ისეა.

– როგორ ხარ? მეკითხება მოვალეობის მოხდის გამო.

– მომენატრე. ვპასუხობ და ვიცი, რომ მაინც არ ჯერა.

– წამო საძინებელში. მეუბნება და თან ხალხთის შესაკრავს იხსნის.

– ელენე, აქ სალაპარაკოდ მოვედი.

– გისმენ. ხალხთის შესაკრავს თავის ადგილას აბრუნებს.

– აქ ვეღარ მოვალ ხოლმე.

– შოკოლადი საუკეთესო გამოსავალი იყო. მპასუხობს, იღიმის და ვიცი, რომ ძალიან წყინს.

ვაკოცე და წამოვედი. წინ რომელიღაც პოლიტიკოსია გაკრული და იღიმის. წავედი სახლში. ისევ ჩემს საყვარელ მუსიკას ველოდები და გადართვა ისევ მეზარება.

გავაღე კარები, რომელიც ერთი გასაღებით მქონდა დაკეტილი და შევედი სახლში. უკვე საღამო იყო და გარეთ წვიმას აპირებდა. სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარა გავაღე. ტელეფონზე ელენემ მომწერა: “შენი წიგნი, ერთი კვირის წინ რომ მათხოვე, უკვე წავიკითხე და წაიღე.” თვითონაც იცის, რომ წასაღებად მაინც არ მივალ. უბრალოდ არ მინდა კიდევ ერთხელ ვატკინო გული. წამოვწექი. მუსიკა მაღალ ხმაზე ჩავრთე და ვცდილობდი იდიოტის გამომეტყველება მიმეღო. კარზე ზარია. ვაღებ. ძმაკაცები. ბევრი სასმელი. უგონოდ დათრობა და მეორე დღეს პახმელია.  უკეთესადაც შეიძლებოდა.

გავიღვიძე, თავი მისკდება და ელენე მენატრება. რატო? აზრზე არ ვარ, რა დროს ესაა რამე გაზიანი მინდა. ესემესი ტელეფონზე. “მომენატრე.” ო, ღმერთო, ამის თავი არ მაქვს. ისე საღამოს შევუვლი. რა უბედური ვარ. ახლა ვიცი თიკო მოვა და ტვინს მომიტყნავს. არა, არა ესე აღარ შეიძლება. გავიზრდები, წიგნს დავწერე: “My experienses with girls.” ო, რა საცოდავი ვარ.

წავალ, facebook-ს მაინც ვარეფრეშებ. ვერ ვიტან ადამიანს გულს, რომ ვტკენ. მოდი დავიძინებ რა, სიზმარში მაინც ვნახო რამე ნორმალური.

ეჰ, ვარ ადამიანი, რომელთან სექსზეც ბევრი ოცნებობს, მაგრამ მაინც მარტოა.

Previous Post
Leave a comment

2 Comments

  1. froidovna

     /  August 30, 2013

    Nado ekimo, bolo praza gansakutrebit saintereso iko ))))))))) dges sainterese adamaini gavicani,romelmac mitxra,rom kvela mkidia mtavaria chems miznebs mivagcio )) poligamic varo magram mainc chemi miznebioo ) ikneb am strategiistvis migemartaaA) cotaxani martod kofna..vnebata gelvis gareshe

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: