რობოტი

გულის ძგერა საკმაოდ გახშირდა, შემდეგ ცოტა დამშვიდდა და მერე ისევ ჩვეულ ფორმაში ჩადგა. ოცნებობდა ნეტა საერთოდ გაჩერდესო, არ ჰქონდა იმდენი გამბედაობა, რომ თავისი ნებით დაესრულებინა ეს ყველაფერი.

ჩვენი ცხოვრება მხოლოდ წამია. იცხოვრებ 50-60, უკეთეს შემთხვევაში 80 წელი, წახვალ ამ ქვეყნიდან ისე, თითქოს არასოდეს გიცხოვრია, თითქოს ეს წლები საერთოდ არ ყოფილა. რამდენიმე კვირა შენზე ილაპარაკებენ, ხშირად გაგიხსენებენ, მაგრამ შემდეგ ესეც გაქრება, ყველა დაგივიწყებს და შენს გარეშე განაგრძობენ ცხოვრებას. ასეც უნდა იყოს. ცხოვრება გრძელდება, შენ მაინც არაფერი გეშველება.

ცხოვრება გრძელდება. ყოველ ნაბიჯზე სისულელეები ხდება. ალბათ მე ვუწოდებ ამ ყველაფერს სრულ სისულელეს, ალბათ მე ვარ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი, რომელიც ერთ დროს მთლიანად ჩემი იყო, ახლა საერთოდ აღარ მეკუთვნის. ყველაფერი თავისით ხდება. აღარ მეკუთვნის და მორჩა. სურვილებიც ქრება და შენ შენი ცხოვრება გაქვს წინ, ან ვინ რა იცის წინ რა გაქვს, შეიძლება წამებში ყველაფერი გაქრეს. პესიმიზმი ან ოპტიმიზმი აქ არაფერ შუაში არაა, უბრალოდ სულ ასე ხდება. როდესაც რაღაცის გაკეთება გინდა და ფიქრობ, გააკეთო თუ არა, არ იცი ვის კითხო, ყველა იმას გიპასუხებს რასაც შენ გონებით ფიქრობ და მართალიც იქნება, მაგრამ გული ხომ ასეთი საოცარი ორგანოა, რომელსაც ფიქრი შეუძლია. ამიტომ შენ ყოველთვის ცდილობ გულს დაუჯერო, მაგრამ ბოლოს შენ თვითონვე ხდები, რომ ეს ყველაფერიც სისულელეა. ადამინმა გრძნობების გარეშე უნდა იცხოვროს. ყველა გრძნობა ერთდროულად უნდა გაქრეს და მხოლოდ რობოტები ვიყოთ, რომლებსაც არანაირი ემოცია, არანაირი გრძნობა არ გააჩნიათ. მხოლოდ დადიან.

no_feeling_by_GhoulSoul

ჩვენ, ადამიანებმა კი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გული არ ვატკინოთ. თუ ვატკენთ, ცუდად ვგრძნობთ თავს და ვიტანჯებით, რადგან ძალით არ გვინდოდა. უნდა განვიცადოთ ყველაფერი, რისი განცდათ შეიძლება და უნდა ვისუნთქოთ, რომელიც ხანდახან ძალიან ძნელია.  მთელი ცხოვრება გვიყვარს და ეს უმეტეს შემთხვევაში ცუდათ მთავრდება და ჩვენც ცუდათ ვართ. ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი შეურაცხყოს იმის გამო, რომ სხვა ფერია. სისულელა-მეთქი, ვამბობ. სისულელეა ეს ყველაფერი. ფიქრობ, ფიქრობ, გინდა რაღაც შეცვალო მაგრამ….. ჯანდაბა… ყველაფერი მაინც თავიდან იწყება.

Previous Post
Leave a comment

4 Comments

  1. Tengo

     /  August 9, 2013

    ორ რაღაცაში არ გეთანხმები, პირველი ის, რომ საუკეთესო შემთხვევაში 80 წელი კი არა – 114 წელი იცოცხლებ და მეორე ის, რომ გულს ფიქრი არ შეუძლია, გული გრძნობს ტვინი ფიქრობს ^_^

    Reply
  2. მთელი ცხოვრება გვიყვარს და ეს უმეტეს შემთხვევაში ცუდათ მთავრდება და ჩვენც ცუდათ ვართ. …… არვიცი… გული მატკინეს.. დამამცირეს..მინდა დაგეთანხმო ,მაგრამ არვი.. არვი , დვიბენი

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: