არეულობა

     SONY DSC

     თითქოს ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს. არაფერი რეალური, მხოლოდ სიზმარი, რომელიც ისეთივეა, როგორიც რეალობა. მალე ფხიზლდები და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ისეთივე სიჩვეულებრივეს, როგორიც მანამდე იყო,  უფერული და შავ-თეთრი. ყველაფერი ისე მალე მთავრდება, როგორც იწყება. სული მეხუთება.                                                                                              საწოლზე ვიწექი. ისე ვიწექი, თითქოს შებოჭილი ვიყავი,  განძრევა და ხმის ამოღება არ შემეძლო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უსასრულობა იყო ჩემს გარშემო და მეც სადღაც მივფრინავდი ასე შებოჭილი. არ ვიცი რას ვგრძნობდი, არც ის ვიცი როდემდე ვიქნებოდი ასე. მე ხომ ისიც ვერ გავარკვიე, ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ უკვე გავიღვიძე. აი, სწორედ ის იყო, როცა ფხიზლდები და უკვე ნელ-ნელა ხვდები, რომ რეალობას უბრუნდები. მეც არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო. არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა. არც არაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი, ყველაფერი ისედაც ჩემი ჩარევის გარეშე მოხდებოდა. მაინც ვცდილობდი ლაპარაკს, მაგრამ ხმა მივარდებოდა. საკმაოდ ღრმად უნდა ჩამესუნთქა, რომ ერთი სიტყვა მეთქვა. დრო ასე იწელებოდა, უაზრობაში და მაინც ვერ ვიგებდი სიზმარი იყო თუ უკვე გათენდა. ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ვერ მივხვდი როგორ აღმოვჩნდი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ვერც იმას მივხვდი, როდის მოვასწარი მუსიკის ჩართვა და თვალებიდან ჩამოსული ცრემლების მოწმენდა. ყელში რაღაც მიჭერდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიხრჩობოდი. წინააღმდეგობას არ ვუწევდი. მინდოდა მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი და აღარ დამჭირვებოდა იმის გარკვევა, სიმართლეა ეს, თუ რეალობა. როგორც ჩანდა დახრჩობა არ “მეწერა” და ერთხელ ამოსუნთქვის შემდეგ, გული ნორმალურად ფეთქავდა.                                                                                                                                              მე ვერ ვიგებდი უნდა მტკენოდა, თუ არ უნდა მტკენოდა, უნდა მეკივლა თუ ჩუმად უნდა მიმეღო. საერთოდ ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. თვალებზე სისველის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. წამიერად დავმუნჯდი და მეს, რომელსაც ოცნებისა და ფიქრის გარეშე წამი არ შეუძლია, ფიქრი აღარ შეეძლო. ეს უკვე აუტანელი იყო. აუტანელი გახდა ის ყოფა, სადაც იმ წუთას ვიყავი და კიდევ უფრო გამოვფხიზლდი. ვხვდებოდი, რომ უნდა დამეძინა და ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო. ვერც იმას ვიგებდი, მეძინებოდა თუ არა. რამდენიმე წუთის შემდეგ უემოციოდ ჩამეძინა. როგორც ყოველთვის, უცნაური და არარეალური სიზმარი ვნახე. ივლისის ბოლოს თოვდა. საშინელება იყო, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი. მთელი ის დრო, რაც მეძინა, ვფიქრობდი. დილით გამეღვიძა და ვერ გავიგე რა ხდებოდა ჩემს თავს. ძალიან ჩვეულებრივი ვიყავი და არანაირი განწყობა არ მქონდა. ვერ ვგრძნობდი ან არ ვგრძნობდი არაფერს. ვერ გავერკვიე გულინდელი ღამე დამესიზმრა, თუ რეალობა იყო. არ ვიცი რა მოხდა. საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. ძილი ვერ გავაგრძელე, წამოდგომას შევეცადე და თაბრუ დამეხვა, რომელმაც საწოლში დამაბრუნა და კიდევ ერთი საათით დამაძინა. ხელმეორედ გაღვიძებულმა უფრო ადეკვატურად აღვიქვი რეალობა და არ მივეცი ჩემს თავს ღამეზე ფიქრის უფლება.                                                                                                                        სავარჯიშოდ გავედი და “გრუშას” იმაზე ძლიერად დავარტყვი, ვიდრე ეს ოდესმე გამიკეთებია.

Leave a comment

1 Comment

  1. ბოლო მომენტმა გადააარჩინა ეს ყველაფერი.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: