გულის ცემა

ვიყავი ოთახში, სადაც სიჩუმეს მხოლოდ საკუთარი გულის ცემა არღვევდა.

გამოვფხიზლდი. თვალები გავახილე და მივხვდი, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვიყავი. მივხვდი, რომ ისევ მომიწევდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მხოლოდ ტყუილი, გულის ტკენა, სიმარტოვეა. მივხვდი და კიდევ ერთხელ შემზიზღდა საკუთარი თავი, კიდევ ერთხელ დავადანაშაულე იმაში, რომ გათენდა და შეიძლება კიდევ ბევრჯერ გათენდეს. ჩემი გულის ცემა არასოდეს არ არის თანაბარი. ხან ჩქარია, ხან ძალიან ნელი, ხან მის ხმას საერთოდ ვერც კი გაიგებ. ხშირად სუნთქვა მეკვრება და მინდა ხმამაღლა ვიკივლო, რომ როგორღაც ამოსუნთქვა შევძლო. ხშირად გულის სტაბილური ტკივილი მაღვიძებს და თავს უსიამოვნოთ ვგრძნობ.

უკვე ვთქვი, რომ არათანაბაირია ჩემი გულის ცემა, ხო აი, ისეთი არათანაბარი, როგორიც სამყაროა. ხან ბედნიერი ხარ, ხან ყველაზე უბედური, ხან შენც კი არ იცი როგორ ხარ, ან თუ ხარ საერთოდ. ვფიქრობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თავის ატკივებამდე.

images

უკვე ვითომ მელანქოლია მომბერზდა. მინდა წავიდე, ვიცეკვო დაუსრულებლად, გადავეშვა ოცნებებში და ძილის წინ არ მიწევდეს დასაძინებელი აბების დალევა. მინდა ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი იყოს. მინდა მეც თორმეტ საათზე უკვე მეძინოს და ათ საათზე გარეთ ვსეირნობდე. მაგრამ ისეთი ხალხი დააბიჯებს ამ, ისედაც გადატვირთულ დედამიწაზე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ძნელია, ხან შეუძლებელი.

სიმშვიდეს მუსიკა მანიჭებს. მის გარეშე წამით ვერ გავძლებ. ის მიმსუბუქებს ყოფიერებას და ის მაინც მანიჭებს ბედნიერებას. უცნაური სიტყვებით გადატენილი ტვინი და ჩვეულებრივი ცხოვრება.

ვიცი, რომ ერთ დღესაც ყველაფერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივად დაიწყება. გავიღვიძებ. ამოვა მზე. მერე ავდგები, ჩავიცვამ და წავალ. ოჰ, რა ზედმეტად ჩვეულებრივია ეს ყველაფერი.

– ყოველთვის რატომ გაურბიხარ შენს ცხოვრებას?

– მე არა, ის გამირბის.

– ეცადე არ გაუშვა.

– თუ წასვლა უნდა ვერ დავიჭერ.

რა სისულელეა ეს ყველაფერი. სრული სისულელე, სრული ფარსი. არარაობები ვიყავით, ვართ და ბოლომდე ასე დავრჩებით.

გამოვრთე facebook-ის chat-ი და განვაგრძე ცხოვრება.

Leave a comment

2 Comments

  1. და მაინც გული ძგერს, გული გული ძგერს, გული ძგერს გული, გული.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: