მე დამცხა, შენ დაგცხა, გვცხელა

– მიყვარხარ.

– არა, არ გიყვარვარ.

– რა მნიშვნელობა აქვს, ხო მგონია, რომ მიყვარხარ.

ცუდია, როდესაც ზედმეტად ვართულებთ ყველაფერს, ხან ”გამუქება” გვიყვარს. მაგრამ ეს ვართ ადამიანები და ვერაფერს ვერ ვიზამთ.

უდაბნოში ვიყავი. იქ ერთი ყვავილი  ძალიან ლამაზი იყო. სასიამოვნო სურნელი ჰქონდა და მის ყურებისას ყველაფერი მავიწყდებოდა. გული მწყდებოდა, რომ ეს ყვავილი ადრე თუ გვიან დაჭკნებოდა და მხოლოდ გამხმარი ღერო დარჩებოდა მის ადგილას.

უცნაური გრძნობაა, როდესაც ადამიანი მიგატოვებს, მაგრამ უფრო უცნაურია, როდესაც გამოჩნდება უფრო სხვა, რომელიც ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსს გაძლევს. (  აი კიდევ, ვამუქებთ, არც არავის მოვუტოვებივარ და არც ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი დამჭირვებია )

ჩემს ეზოში ერთი ლამაზი ხე იდგა სახლის უკან. ეს ხე მეზობელმა მომცა, რომელიც სულ პატარა იყო და დავრგე. მეზობელსაც ჰქონდა ზუსტად ასეთი ხე, მაგრამ იცი რა არის გასაკვირი? ეს ჩემი ხე, მისი ხის შვილი იყო, მაგრამ მერე ის ხე გახმა, ჩემი გადარჩა და დიდხანს იცხოვრა, ახლაც ცხოვრობს და უფრო და უფრო იზრდება. დედა ხემ ვერ აიტანა უშვილოდ დარჩენა და თავი მოიკლა.

summer

ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველთვის საკუთარი თავის გართობაზე ვფიქრობ. პრინციპში, სხვა რაზე უნდა ვიფიქრო, საქმე არ მაქვს, სახლს მე არ ვალაგებ, საჭმელს მე არ ვაკეთებ და რა დამრჩენია სხვა. მაგრამ რომ ვერ ვერთობი, აი ეგაა ყველაზე ისეთი.

აი, კონდინციონერი რა კარგი რაღაცაა. გცხელა >  ჩართე >  გცივა.  მარა მერე ბევრი დენი იხარჯება და მაგაზეა წუწუნი. თუ არ იგუდები და ჰაერი არ გყოფნის მანამდე არ ჩართავ !

ძაან დავისიცხე.

ღმერთო მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ.

Previous Post
Leave a comment

4 Comments

  1. გაპატიე შვილოო

    Reply
  2. ხო ცხელა უკვე, ძალიან!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: