ისე

ისე, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ დამჭირვებოდა პოსტის წერისას კიდე ცალკე სათაურის მოფიქრება, ან საერთოდ ნუ დაწერ და ეგ იქნება, მეც რა უაზრო რაღაცეები მაწუხებს, ამ ბოლო დროს. წერისას ერთი სტერეოტიპი რომ ჩამოგიყალიბდება, აი ეგ ძაან ცუდია. მეუბნებიან, რომ ვერ იგებენ, რა პოსტებს ვწერ და რომ აზრი რა აქვს მკითხველმა აუცილებლად უნდა გაიგოს. ხო, აბა?

ისე, ორი დღის წინ წავიკითხე წიგნი, “ჩემი შეყვარებულის შეყვარებული”, ბლოგერი ანინას დაწერილი? ხო, ხო ეგაა : ) სხვათაშორის, ძალიან მომეწონა. აი მაგალითად, ერთ-ერთი მოთხრობაა, სადაც იმ ბიჭებზე წერს, რომლებიც ურთიერთობის დასაწყისში ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მათ შორის დარჩეს და ბლოგი და რაღაცეები არ უნდათ. ისე მართლა, დავფიქრდი და რა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაც შენზე წერს საკმაოდ ღიად, გულწრფელად და თამამად, რაც მთავარია მხატვრულადაც. ხო აი, მაგრად ტეხავს. აი ისეთი წიგნია, შენც რომ მოგინდება წიგნი დაწერო, მაგრამ იმის პრეტენზიაც, რომ გაქვს სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს, ერთი წიგნით აღიარებული გახდე და მწერლის იარლიყი მიგაკრან. პრინციპში, რატომაც არა.

არა ისე, დავფიქრდი. უნდა გყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც არც სოციალურ ქსელებში დაძვრება და არც ბლოგის გაეგება რამე. მაგრად კიდია რას დაწერ და საერთოდ, როცა ეტყვი, რომ სახლში ხარ და რაიმე სხვა ადგილიდან დაჩექინდები ვერაფერს იგებს, ან საერთოდ არ იცის ეს ჩექინი რა უბედურებაა.

მარა ხან მაგრად მევასება ისეთი მასტები, აი, ჩექინები და ბლოგები რო მაგრად ევასებათ. აი, რო დაჩექინდებით ერთად სადმე, მაგარი ასწორებს.

ისე, ქმარი როცა მეყოლება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენი ერთად ყოფნის დროს, როცა ჩემს გვერდით იწვება და ხელს არ მომხვევს და ისე დაიძინებს, აი მაშინვე გავშორდები. რა უბედურებაა, თუ ვუყვარვარ ჩემთან ჩახუტებულს უნდა უნდოდეს ძილი. ისე, საკმაოდ რომანტიკულია.

ისე ჯანსაღი ფლირტი კაია ხო?  ხოო, მეც მასე ვფიქრობ.

ხო ისე, ვაფშე არ მიტყდება რო ბლოგი მაქვს და “ველური ორქიდეა” ჰქვია. ტრაკშიპერო სასტავები მაგარი მომბეზრდა.

ის მომენტი მაგრად მევასება: “ჩემი შეყვარებულის შეყვარებული რომ არ ყოფილიყო, იქნება ჩვენც გამოგვსლოდა რამე, ჩვენ ხომ ესეთი ჩვეულებრივები ვართ. ვეგეტარიანელები…. ბისექსუალები… “

“ჩემი შეყვარებულის შეყვარებული”

keep-calm-smile-and-say-fuck-you

Leave a comment

6 Comments

  1. ჩექინი რა არიი ? :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: