ნელ-ნელა

მოდი დავიწყოთ:

საშუალო სიმაღლე, შავი თმა, თაფლისფერი თვალები…

ერთი შეხედვით ჩვეულერივი, მაგრამ მიმზიდველი.

ჯერ იყო ეს:

ძალიან მენატრები, უკვე გაუსაძლისია ეს ტკივილი, ვეღარ ვძლებ, ჰაერივით მჭირდები, შენს გარეშე მცივა, მტკივა. ჩემი არსებობა შენს გარეშე ისეთ ადამიანს გავს, რომელიც გამოქვაბულში ზის და მხოლოდ საკვების მოსაპოვეად გადის. ზის სიბნელეში, სიცივეში, მის ცხოვრებას ცხოვრება კი არა არსებობა ჰქვია. მეც ასე ვარ. ყველაფერი ერტნაირია, ყველა ფერი შავია. ცრემლებს გადავეჩვია, უშენობას მივეჩვიე, მაგრამ ტკივილი მახრჩობს, მაწამებს, სიცოცხლის სურვილს მიკარგავს. აღარ მაქვს მომავლის ან ისეთი ადამიანის გამოჩენის იმედი, რომელიც ყველა ფერს დააბრუნებს.

მერე ეს:

როდესაც შენს გვერდით ვიწექი, შენ გეძინა, მე ჩემს თავში გავაანალიზე რომ საერთოდ აღარ მაინტერესებ, მაშინ მივხვდი რო ყველაზე მეტად მიყვარდი…

მერე ეს:

როდესაც თვალებს დახუჭავ მთელი ძალით ვგრძნობ შენს სიყვარულს. როდესაც გავიღვიძებ უსიამოვნო გრძნობა მიპყრობს, რადგაც ვიცი რომ ჩემი არ ხარ. როდესაც მარტო ვრჩები სწორედ მაშინ მინდა ვინმესთან ლაპარაკი, მთელი ძალით მინდა ვიყვირო, მაგრამ შენი სიყვარული გულზე მაწვება და არ მაძლევს ხმის ამოღების საშუალებას, მხოლოდ ცრემლები გამოხატავენ ჩემს მდგომარეობას. როდესაც მინდა ბედნიერი ვიყო, დავივიწყო ყველაფერი და ცხოვრება დავიწყო ისეთი, როგორიც შენამდე იყო ესეც არ შემიძლია, ყველაფრის მიუხედავად მიყვარხარ და არ ვიცი შენზე ფიქრები მომიღებს ბოლოს თუ მივაღწევ იმას, რომ ეს გრძნობა, რომელიც შინაგანად მფიტავს, მიმატოვებს !!! 

ბოლოს ეს:

ნაფაზს ნაფაზი მისდევს, ღერს ღერი, კოლოფს კოლოფი, წამს წამი, წუთს წუთი, საათს საათი, დღეს დღე, კვირას კვირა, თვეს თვე – შენ მაინც გულში ხარ…

მალე მორჩება ყველაფერი…

light-at-end

Next Post
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: