და მაინც….

საკმაოდ ხშირად ხდება, როდესაც შევდივარ ჩემს საკუთარ ბლოგზე, სადაც ყოველთვის შემთხვევით ხვდება ხალხი, გადავხედავ საკუთარ ჩანაწერებს, ,,ვუხმობ მუზას” და ვცდილობ რამე განსხვავებულის დაწერას. ხშირად ეს არ გამომდის, თუმცა ცდას არ ვაკლებ. რატომღაც მგონია, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება საკმაოდ ღიად და თამამად ვისაუბრო საკუთარ განცდებზე, ემოციებზე, სურვილებზე, შეგრძნებებზე, შთაბეჭდილებებზე… მაგრამ, როდესაც ჩემს ნაწერს ვკითხულობ საკმაოდ ამოუხსნელი და არარეალური განცდებია ასახული.

Stormy_Waters_by_Unreal_Dreams

ძილის წინ ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ ჩემზე, სხვებზე, საკუთარ მომავალზე, წარსულზე და იშვიათად აწმყოზე, არადა რომ მკითხოდ გამოუსწორებელი რეალისტი ვარ.

ხანდახან როგორ შეიძლება ერთმა სიტყვამ მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს. მეც ასე დამემართა. ნაწილობრივ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ნაწილობრივ მე შევცვალე, ნაწილობრივ ისევ ამოუხსნელი გრძნობების მატარებელი დავრჩი, ნაწილობრივ ჩემი სურვილები ამოვხსენი და ასე მთელი გრძნობებითა და სურვილებით დატვირთული სადღაც შორს მივექანები, თითქოს მსურს ჩემი საკუთარი ოცნებები ავიხდინო, ხანდახან სიყვარულს ვეძებ, ხანდახან ახალ გრძნობებს, მაგრამ ბოლოს მივდივარ იქამდე, რომ ვხვდები: ყოველთვის ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის.

არასოდეს ვცდილობ დავწერო მხოლოდ აწმყო, ვიფიქრო მომავლით და არ ვნანობდე წარსულს  (აქაც რომ მკითხოთ გეტყვით, რომ არაფერს არ ვნანობ).

ნამდვილად არ ვიცი როდემდე შევძლებ ასე სიარულს, როდემდე გასტანს ამოუხსნელი გრძნობები, არ ვიცი როდემდე დავიტებ ამ საოცარ სურვილებს და არც ის ვიცი როდის შევძლებ საკუთარი ოცნებების ახდენას…

და მაინც… ბილიკებს, რომელიც თანდათან ვიწროვდება, ბოლო არ უჩანს.

Leave a comment

2 Comments

  1. Just stay wild🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: