არაპირდაპირი

“დღე რო დღეს მისდევს, აი ის მომენტი -_- “

როცა ყველაფერი ისეა რა, როგორც გინდა, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა, როცა ცხოვრება წინ მიდის და როცა გშია და საჭმელი გაქვს.

როცა სევდა გრძნობების სახლს შლის, როცა ფიქრის თავიც არ გაქვს, როცა ისეთ რაღაცაზე ოცნებობ, რაც იცი, რომ რეალობად არასოდეს იქცევა.

მალე ყველა გაფრინდება შორს, ყველა იმ ზღვის ტალღას დაელოდება, რომელიც გაჟღენთილი იქნება სიყვარულით, რომელიც სავსე იქნება სილამაზით  და ეს ტალღა არასოდეს წაგაქცევს.

თუმცა მოიღრუბლებს, მერე გაიელვებს, მერე წვიმა წამოვა, ორი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახე და უფრო ძლიერი წვიმა წამოვა, მერე სევდიანი იქნები, აი ისეთი სევდიანი, წვიმას როგორიც შეეფერება.

მერე იტირებ, ხო იტირებ, იფიქრებ წვიმაში მაინც ვერავინ შემამჩნევსო. მერე მიხვდები რომ შენც არ იცი რა გაწუხებს, შენც არ იცი რას გრძნობ, შენც არ იცი რის გამო გიცემს გული და ასე განაგრძნობ მანამ, სანამ ის უკანასკნელი ცრემლიც არ გაქრება და იქნები ისე, რომ ტირილსაც კი ვეღარ შეძლებ.

შენზე ფიქრები გამინაპირებს?! ცისარტყელა გამოჩნდება?! მზე გამოვა?! სად? ცაში თუ გულში? კარგი კითხვაა. ვინმე გიპასუხებს?

როცა უკვე ხვდები რომ დიდ უაზრობად იქეცი, როცა უკვე ხვდები რომ საჭიროა გონება ჩართო ფიქრებში, გონება, რომელიც ოცნებებში გიშლის ხელს.

-ყველაზე საშინელება იცი რა არის?

-რა?

-ის, რომ იცი ოდესღაც იმის ნაწილი იქცევი სადაც ხალხი დააბიჯებს.

 -მარადიულობის მჯერა.

-შენ გაქრები, მარადიული მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებია, შენი გაქრობის მერე ასრულდება, თუმცა სხვა აასრულებს.

-ოცნებები ეხლაც სხვებს უსრულდება.

ისევ უაზრო ხდები, ისევ იქ ეშვები საიდანაც ვეღარ ამოხვალ.

მოიღრუბლებს, მერე გაიელვებს, მერე წვიმა წამოვა, ორი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახე და უფრო ძლიერი წვიმა წამოვა, მერე სევდიანი იქნები, აი ისეთი სევდიანი, წვიმას როგორიც შეეფერება.

წვიმის შემდეგ ცისარტყელა გამოდის, რაც ყველაფრის თავიდან დაწყების შანსს გაძლევს.

რა ცუდია როდესაც რაღაცის თქმა გინდა და პირდაპირ ვერ ამბობ. 

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: