მარტივი სირთულე

ათიათასჯერ ნათქვამი სიტყვები ხშირად ფასს კარგავს. მიდიხარ და ფიქრობ, ფიქრობ ძალიან ბევრს, იმაზე ბევრს ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მიფრინავ უფრო ზემოთ. ზემოთ გაფრენა ადვილია, ნიავი გეხმარება, მაგრამ დაშვება რთულია, უფრო მტკივნეული, ვიდრე რთული. არ ვიცი რა ხდება?!

-იცი.

-ცხოვრება რთულია?

-ხშირად მისვამ ერთი და იმავე კითხვებს და ერთი და იგივე პასუხები გსიამოვნებს?

-ეული ხმა ხშირად გესმის?

-სისულეებს აკეთებ.

-იცი რისი გაკეთება შემიძლია?

-ვიცი.

-შემიძლია ცხოვრებაში გავცე ის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებ უკან.

-იცი შენში რა არ მომწონს ყველაზე მეტად?

-რა?

-ის, რომ ეგოისტი ხარ. საშინელი ეგოისტი.

-ეგოიზმი ცუდი არ არის. უბრალოდ ვცდილობ რასაც გავცემ იგივე მივიღო.

-არასოდეს არაფერი გასცე, მიხვდები ოდესმე, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.

-ოდესმე ყველაფერი დასრულდება.

-ყველაფერი არ დასრულდება, ლანდი დარჩება.

-რომელი ლანდი? რომელიც უკან დამსდევს და მახსენებს, რომ არარაობა ვარ?

-არარაობა ხარ?

-ხო, იცი ეგ რას ნიშნავს? აი იმას, რომ არა რაობა. ანუ არ არსებობ.

-არსებობ, თუმცა ხანდახან მიდიხარ შორს და იკარგები, არ გინდა შენი სისუსტეები სხვას დაანახო.

-ჩემს სისუსტეს ვერასოდეს ვერავინ დაინახავს.

-მე არარაობა ვარ, რომელიც მიდის, მიდის, მიდის, მიდის და ბოლოს მიხვდება რომ ვეღარ ჩერდება და მარტივად კვდება.

-მარტივად არა, მარტო.

ცა, ღრუბლები, ფრთები, ოცნება, ფიქრი, სინამდვილი – როდესაც არ იცი რომელი რომელია. არ იცი თავში რა გიტრიალებს, არ იცი რა გინდა გააკეთო, არ იცი რამდენ ხანს შეგიძლია იფრინო.

-ვიფრენ მანამ, სანამ არ მივხვდები, რომ ჩემს გარდა კიდევ ბევრი დაფრინავს და მე ზედმეტი ვარ..

– მოდი, შენს ორმაგ ცხოვრებას გაუმარჯოს!

*მეასეჯერ ნათქვამი სიტყვა, მე ასე ჯერ არასოდეს მითქვამს!

Previous Post
Leave a comment

1 Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: