winter

უკვე თითქმის 15 დღე გავიდა რაც უსაქმურად ვარ. ხო უსაქმურად, სემესტრი დამთავრდა, შესაბამისად საქმე საერთოდ არაფერი მაქვს.

1 თვე ასვენება საკმაოდ ბევრია. 15 დღე კიდე დარჩა, მე კიდე გაურკვევლობაში ვარ, აღარ ვიცი როგორ გავატარო ეს დრო… სეირნობისთვის საკმაოდ ცუდი ამინდია. ლეპტოპი, ტელევიზორი, წიგნი… სამი განუყრელი ნივთი, რითიც შეგიძლია დრო გაიყვანო.

ცოტა ხანიღა დარჩა და 20 ის შევსრულდები. ცოტა უცნაურია. თინეიჯერი აღარ ხარ. სამაგიეროდ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო მეტი დამოუკიდებლობა.

მთელი დღე, ზუსტად 24 საათი კომპიუტერის ეკრანს მივჩერებივარ და უაზროდ ვა-refresh-ებ facebook-ს…. ხანდახან თუ მოვიკითხავ ვინმეს და ეს საუბარიც ცოტა ხანს გრძელდება.

ხანდახან ძაან მენატრება სუფთა ჰაერი, რომელსაც ღრმად შევისუნთავ და მშვიდათ ამოვისუნთქავ. გავყოფ თავს გარეთ და როდესაც თავის მოყინვას ვიგრძნობ შემოვრბივარ და გასვლის სურვილი აღარ მაქვს.

გუშინ რამდენიმე წუთით სინათლე ჩაქრა სახლში. მე კიდე ძველი დრო გავიხსენე.. ხო, ხო 90-იანები.. მივხვდი, რომ ბავშვობაში საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, სინათლის ჩაქრობაც მიხაროდა, რადგან შეიძლებოდა მთელი ოჯახი ერთად დავმსხდარიყავით და სითბო გვეგრძნო.

ეხლა სინათლე იშვიათად, ან არასოდეს არ ქრება და სიმყუდროვეც არც თუ ისე ხშირად იგრძნობა. მაგრამ ვგრძნობ, რომ ბავშვობა არასოდეს დამიკარგავს.

მოკლედ, ასე თუ ისე ზამთრის არდადეგები არ მიყვარს. ზოგადად არდადეგები არ მიყვარს, მაგრამ ზამთრის განსაკუთრებით. ნუ, მხოლოდ ჩემი დაბადების დღის გამო, რომლის მოსვლას ყოველთვის განსაკუთრებულად ველი.

ეს 15 დღეც მალე გავა, მანამდე ისევ მომიწევს ზუსტად 360 საათი facebook-ის refresh-ი. მაგრამ ვიმედოვნებ თებერვალი მალე მოვა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში ჩაჯდება.

Leave a comment

1 Comment

  1. ჩემთვის კომპიუტერი და წიგნია განუყოფელი ნივთი !

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: