გოგონა, რომელმაც მომხიბლა

the_girl_with_the_dragon_tattoo_theatrical_poster_by_danielcraig1-d5djubf

არ ვიცი რამდენად შეიძლება ობიექტური იყო, როდესაც საქმე შენს საყვარელ წიგნს ეხება, მაგრამ სუბიექტური ნამდვილად ვიქნები. 

დავიწყებ იმით, რომ ე.წ. “მილენიუმის ტრილოგია” დასრულდა. ლისბეთ სალანდერმა გაიმარჯა და ბედნიერად ცხოვრობს თავის ჰაკერების რესპუბლიკის მოქალაქეებთან ერთად. თუმცა დასანანია, რადგან წიგნი ასე ძალიან ჯერ არ მომწონებია. მინდა სულ ვიკითხო, ვიკითხო, ვიკითხო…… 

ბევრი რამის გამო მომეწონა ეს წიგნი. პირველ რიგში მისი მთავარი გმირის გამო. ლისბეთ სალანდერი ქმედუუნაროდ გამოცხადებულია, რომელიც არაჩვეულებრივი ჰაკერია და პოლიციას არ ელაპარაკება. ამ წიგნზე ბევრი რამის დაწერა შემიძლია. ასეთი დეტექტივი, შემიძლია ვთქვათ, რომ არ წამიკითხავს. ყველა საქმეს ჟურნალისტი უკეთ იძიებს ვიდრე პოლიცია, მართალია გარკვეული კანონების დარღვევით, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად. არ ვიცი ავტორმა როგორ შეძლო ამდენი, ერთ დროულად პოლიციელიც იყო, ჟურნალიტიც, ქმედუუნარო ჰაკერიც, კრიმინალიც, მანიაკიც და საზიზღარი მკვლელიც. 

წიგნის პოპულარობა არ ვიცი რამ განაპირობა. ალბათ იმან, რომ ამ წიგნში ყველაფრის პოვნა შეგიძლიათ. 

მთელი მონდომებით წავიკითხე სამივე ნაწილი. პირველის წაკითხვის შემდეგ საკმაოდ დიდ ხანს ველოდი მეორეს, ხოლო თითქმის ერთი წელი მესამე ნაწილს და როგორც იქნება თავდაკურგული გადავეშვი ლიზბეთ სალანდერის პრობლემებში და მიქაელ ბლუმკვისტთან ერთად მეც ვცდილობდი მათ მოგვარებას. 

არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრა მადლობა მის ავტორს, სტიგ ლარსონს, რომელმაც ასეთი არაჩვეულებრივი გრძნობების განცდის საშუალება მომცა. ბატონო სტიგ, სადაც არ უნდა იყოთ, იცოდეთ რომ მე თქვენ მიყვარხართ მხოლოდ და მხოლოდ ამ არაჩვეულებრივი ჰაკერი გოგონას გამო. 

ბოლომდე არ ვიტყვი თუ რა ხდება მესამე ნაწილში, რადგან ჯერ კიდევ კითხულობენ, მაგრამ აი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სამივე წიგნი ერთმანეთზე უკეთესია. თუმცა, მე როგორც ჰაკერის ფანს, მეორე ნაწილი მირჩევნია, აქ უფრო აქტიურია სალანდერი და უფრო ხშირად ჩანს მისი ქმედებები. თუმცა უმწეო მდგომარეობაშიც კი სასწაულებს სჩადის. 

მოკლედ, ყველაზე მაგარი სათავგადასავლო დეტექტივია ყველანაირ საზღვრებს გადაცილებით. 

Next Post
Leave a comment

4 Comments

  1. სტიგ ლარსონი <33 მაგარიაა

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: