თანამედროვე ქართული “ფილმები”

ფილმების ყურებაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. თუმცა თუ ფილმი საინტერესოა ყოველთვის ვუყურებ.

ქართული ფილმები ძველ დროში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდნენ. არის ისეთი ფილმები, რომლებიც დღესაც აქტუალურია და საკმაოდ დიდი რაოდენობის მაყურებელი ჰყავს ( ახალი წლის ღამეს მაინც🙂 ).

თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში ფილმებს ან საერთოდ არ/ვერ იღებენ, ან ისეთს იღებენ, რომ ჯობია არ გადაიღო.

ბოლო ფილმი, რომელიც ჯერ კიდევ კინოთეატრებში გადის არის “ცელქი ბავშვები – ოპერაცია ახალი წელი”. გუშინ ვნახე “რუსთაველში.” არ ვიცოდი რას ველოდებოდი, ან რატომ წავედი, რადგან ვიცოდი, რომ ბოლოს როცა ქართული ფილმი ვნახე კინოთეატრში, მაინცდამაინც ვერ მოვიხიბლე.

მოკლედ გეტყვით ამ ფილმზე, რომ არის “მარტო სახლში”-ის copy – paste. თუმცა კი აცხადებენ, რომ თავიდან ბოლომდე ჩვენი სიუჟეტიაო, მაგრამ ვისაც ე.წ. “აძინ დონა” ნანახი აქვს მიხვდება რასაც ვგულისხმობ.

არ ვიცი რამ განაპირობა ის, რომ ვერ იღებენ საქართველოს ნორმალურ ფილმს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა მოგებაზე ან რაიმე რეკლამეზეა ორიენტირებული და არა ფილმზე. არ ფიქრობენ, იმაზე რომ გამოვიდეს ხარისხიანი და კარგი საყურებელი ფილმი, რომლის ყურების შემდეგ არ იტყვი რატო დავკარგე დროო.

ქართული ფილმებიდან ყველა რომელიმე უცხოური ფილმის ანალოგია. არ ვიცი ქართველი ხალხი დებილები ვგონივართ რეჟისორს, თუ რატო უნდა, რომ ვერ დავინახოთ მსგავსება.

მოკლედ გეტყვით, რომ არც ერთი ბოლო დროს გადაღებული ქართული ფილმის ნახვა არ ღირს. როდესაც ასეთი ხარისხის ფილმებს მაყურებელი მოაყლდება კინოთეატრებში და არ გადაიჭედება დარბაზები მიხვდებიან რომ ფილმი უნდა გადაიღონ და არა მაიმუნობა.

Previous Post
Leave a comment

20 Comments

  1. მეც გუშინ ვიყავი, ძალიან გამიხარდა ფილმი რომ დამთავრდა :დ

    Reply
  2. ეგეთი ცუდი იყო , გამოვიდეს აბა ტელევიზიით და მერე გეტყვი როგორი იყოო :დ

    Reply
  3. ჰმმ.. რეკლამებზევე ეტყობოდა რომ სისულელე იქნებოდა… ყურების სურვილი არ მაქვს..:დდდ

    Reply
  4. ჭამა და სექსი არაა ურიგო, გაიღიმე მომეწონა კიდევ ძალიან და ველოდები ჩემი ცოლის დაქალის ქორწილს.

    Reply
  5. გასეირნება ყარაბახში ?🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: