2012 წელი

არ ვიცი 2012 წელზე რა შეიძლება ითქვას. ალბათ ის, რომ ნორმალური წელი იყო. არც გადასარევი და არც საშინელი. ვეცდები ასე თუ ისე მოკლედ მიმოვიხილო გასული 2012 წელი:

ნუ რასაკვირველია ყოველი წელი ჩემი დაბადების დღით იწყება და ერთი წელი მემატება. 2012 წელს 19 წლის გავხდი. ვერ გეტყვით გამიხარდა-თქო, მაგრამ მაინც კარგი შეგრძნება იყო.

2012 წელს პირველი კურსზე დავამთავრე და მეორე კურსზე გადავედი. გავიზარდე :3

სამსახური მაინც ვერ დავიწყე. პრინციპში არც მიძებნია.

2012 წლის 5 აგვისტოს ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა. გამიხარდა თანდათან წლები ემატება ველურ ორქიდეას.

ბევრი წვალების შემდეგ მართვის მოწმობა მაინც ვერ/არ ავიღე. ამ თემაზე საუბარს ყოველთვის ვერიდები, რადგან საკუთარი სურვილით გადავწყვიტე არ გავსულიყავი გამოცდაზე. იმედი მაქვს 2013 წელი ამ მხრივ გამორჩეული იქნება.

ისევ და ისევ ვერც 2012 წელს ვიპოვე ცხოვრების სიყვარული, თუმცა არც ეგ არ მიძებნია და არც ვაპრებ.

2012 წელს საქართველოს მთავრობა შეიცვალა, პარლამენტი ქუთაისში გადავიდა და ასე ბედნიერად განაგრძობს სისულელე კანონპროექტების დამტკიცებას.

2012 წელს ვიყიდე ჩემი ოცნების ლეპტოპი Macbook pro.

და ჩემი 2012 წლის პოსტებს მე-100 პოსტით ვასრულებ ^_^

განსაკუთრებული სხვა არაფერი მომხდარა აღნიშვნის ღირსი რო იყოს.

2013 წელს განსაკუთრებულ სიახლეებს ვეძებ, 20 წლის ვხდები, რაც ნიშნავს მას, რომ თინეიჯერი აღარ ვარ და ოფიციალურად უნდა ვიყო “დიდი.” საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს და იმედია 99% განხორციელდება.

არც ერთი წლის ბოლოს არ მითქვამს სასიამოვნო და კარგი წელი მქონდა-თქო, მაგრამ ძაან დიდი იმედი მაქვს 2013 წელზე ამას ვიტყვი.

პ.ს. 2012 წლის 21 დეკემბერი აღნიშვნის ღირსად არ ჩავთვალე.

Leave a comment

3 Comments

  1. და მაინც აღნიშნე ეს 21 >.< :დ

    Reply
  2. სახლი რომ გამოიცვალე ეგ ნწ? :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: