ნელა იარე

დაახლოებით მე-3 თუ მე-4 კლასში ვიყავი როცა მასწავლებელმა ერთი შეკითხვა დამისვა:  ,,შენი აზრით, ზამთარში როდესაც ცივა და როდესაც მზე არ გვათბობს, ხომ არ გგონია, რომ მზე საერთოდ არ არის ცაზე?’’ მე ვუპასუხე, რომ როდესაც მზე არ გვათბობს, ესე იგი ის საერთოდ არ არის ცაზე.

ამ შეცდომით გაცემულმა პასუხმა საკმაოდ დამძაბა და შემრცხვა.

ამის შემდეგ გავიდა დრო და არ მეგონა მე თუ კიდევ შეცდომებს დავუშვებდი. არ ვიცი რატო ხდება, როდესაც ერთი და იმავეს 1000ჯერ აკეთებ.

,,არარსებობს შეუცდომელი ადამიანი” რომელიღაც ბრძენის სიტყვებია.

,,შეცდომებზე ვსწავლობთ’’ გააჩნია შეცდომებს.

არ ვიცი როდესმე თუ დადგება დრო, როცა უახლოეს წარსულს გადახედავ და იტყვი: მიხარია, მიხარია, რადგან არაფერს ვნანობ.

შეცდომა სინანულს წარმოშობს, სინანული ადამიანის სიძულვილს, ადამიანის სიძულვილი ცხოვრების სიძულვილს, ცხოვრების სიძულვილი სიკვდილს, სიკვდილი სხვას არაფერს, თუ არა სამუდამო წყვდიადს.

ფიქრობ და ხვდები, რომ ხო შეიძლება იყო ბედნიერი, ბედნიერი იმით, რაც გაქვს, თუ გაქვს ესე იგი დაიმსახურე, თუ დაიმსახურე ესე იგი ბედნიერი უნდა იყო, თუ ბედნიერი ხარ ესე იგი არსებობ, თუ არსებობ ესე იგი ადამიანი ხარ!

ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის დარწმუნება  იმაში, რომ არაფერი არ გჭირდება სხვა, გარდა იმისა, რაც ბედნიერს გხდის.

ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. ცხოვრებისეული დასკვნაა. თუმცა სიკვდილსაც გააჩნია. არ მინდა ისე მოვკვდე, მხოლოდ საკუთარი სახელის ინიციალები დარჩეს საფლავის ქვაზე, უკეთეს შემთხევევაში პორტრეტი, რომელიც ადრე თუ გვიან წაიშლება. არ შეიძლება გჯეროდეს საკუთარი თავის და უშვებდე შეცდომას ისე, რომ შემდეგ ამის გაანალიზებას ვერ ახერხებდე.

იარე საკუთარ ბილიკზე, იწამე საკუთარი თავის, აღიარე დაშვებული შეცდომები და ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მზე ზამთარშიც არის, თუმცა ღრუბლებში იმალება!

პ.ს. 21 დეკემბერს რამე სისულელე რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

Previous Post
Leave a comment

3 Comments

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: