იგივე

არ ვიცი რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ცუდათაც არაა და მიდის ნელ-ნელა დრო…

ახალი მთავრობა, +2012 წელი, +21 დეკემბრის საღამოს 6 საათი და ათასი სისულელე…

ყველა ელოდებოდა ბიძინასგან რამე სიახლეს… თუმცა ვერაფრით გაგვაკვირვა, პრეზერვატივებზე კანონპროექტს თუ არ ჩავთვლით…

რამდენი სისულელე ხდება… ახალი წელიც კი მოდის ყველაფერთან ერთად…

დიდი ხანია ჩემი მე აღარ გამოჩენილა, მოვბეზრდი აშკარად… აი, ხო ვამბობ, აირ-დაირია ყველაფერი… ეს ბლოგიც დაიკარგა… იშვიათად ჩნდება რამე და ისიც მალევე ქრება…

ყველაფერი რომ წარმავალია ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ხანდახან გინდა, რომ დრო იმაზე სწრაფად გავიდეს, ვიდრე გადის.

ვიცი სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველა ცხოვრებას განაგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას ჯერავს ბედისწერის არსებობის და ასევე ქვეყნის აღსასრულის.

ორი დღის წინ 12.12.12 -მა მშვიდობიანად ჩაიარა და რაც გასაკვირია მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა იმედს ვიტოვებ 21.12.12 გაგვაკვირვებს…

სისულელეა-მეთქი ვამბობ…

-სისულელე მხოლოდ პირის უაზრო გაღებაა, რომლიდანაც სიტყვების მაგივრად არაფრის მთქმელი აზრები იკითება.

-ვა..

-მოვედი და ამ ყოფით ვტკბები…

-დასატკბობი არაფერია… იყურე წინ და მიხვდები, რომ ამ ცხოვრებაში მთავარი არაფერი არ არი…

-რეალისტური გამოხტომები პესიმიზმში გადადის და აუტანელი ხდები…

თითქოს თოვს.. ამინდის პროგნოზი კალაპოტში დგება და დღითიდღე ყველაფერი იხვეწება.. ამ უაზრობაშიც შეიძლება რამე აზრიანის პოვნა.  მაგალითად, უპოვე ნაკლი მთავრობას და აკრიტიკე. სხვა არაფერი შეგრჩება.

ცხოვრება რომ წინ მიდის ის ვიცი, მარა როდემდე მივა?! სადამდე შევძლებთ გაფრენას…

სამწუხაროდ, ამაზე პასუხს ნასაც ვერ გაძლევთ.

Previous Post
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: