ყველაფერი შეიცვალა

1 წლის წინ: 

არასოდეს არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვებს უნდოდათ. მაგალითად, დედაჩემს.

არასოდეს არ მიყვარდა მაღაზიებში სიარული, მითუმეტეს მაშინ როცა არაფრის ყიდვა არ მინდოდა.

არასოდეს არ მესმოდა რატო უნდა წამეკითხა დამატებით ისეთი რამ, რაც მასწავლებელს არ მოუცია.

არასოდეს არ ვფიქრობდი თუ რა ჩამეცვა მეორე დღეს.

არასოდეს არ მიყვარდა ისეთი არხების ყურება, რაც მოდას ეხებოდა.

არასოდეს არ ვმჯდარვარ მატარებელში.

არასოდეს არ მეგონა, რომ ვინმე შემიყავრდებოდა.

არასოდეს არ მინდოდა ვინმე შემყვარებოდა.

არასოდეს არ მშურდა იმის, ვინც ჩემზე ლამაზი იყო.

არასოდეს არ დამიცინია არავისთვის.

არასოდეს არ ვაკითხებდი ჩემს ლექსებს სხვებს.

არასოდეს არ ვიცოდი ხატვა, მაგრამ ყოველთვის ვხატავდი.

არასოდეს არ ვცდილობდი უკეთ მესწავლა.

არასოდეს არ მყავდა საყვარელი მსახიობი, მომღერალი.

არასოდეს არ მიყვარდა კითხვა.

არასოდეს არ მყოლია მესაიდუმლე.

1 წლის შემდეგ:

ისეთი ვარ როგორიც დედაჩემს უნდა.

კითხვა შემიყვარდა.

ვიღაც შემიყვარდა.

ბევრს ვფიქრობ.

ბევრ რამეს მივხვდი.

ხშირად ვუსმენ მუსიკას.

აღარ მინდა ხატვა ვიცოდე.

საუკეთესო მეგობარი მყავს.

მესაიდუმლეც მე ვარ.

ვცდილობ უკეთ ვისწავლო, არა… ყველაფერი ვისწავლო.

ვხვდები ნელ–ნელა როგორ ვექცევი ადამიანების გავლენის ქვეშ.

 

Previous Post
Leave a comment

3 Comments

  1. simgera<3<3

    Reply
  2. mda,axla rogir xaR?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: