უდაბნო

შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში დგება შემოდგომა….

ნისლმა მოიცვა მთელი სამყარო. უსუსური დედამიწა ჩრდილში ექცევა. ფიქრები ოცნებებში ირევა..  დრო გადის და უფრო და უფრო გულს აწვები… ვიცი, ვიტყვი რომ ვეჩვევი ასეთ სიმარტოვეს… თუმცა გამახსენდება, რომ ჩემს ბილიკებს მაინც შემორჩი. შენი ნაკვალევი სამუდამოდ დააჩნდება ამ ცხოვრებას.

ჭადრის ფოთლები ისეც გაიშრიალებს და ისევ გავიფიქრებ, არ გიყვარდი ჩემსთვის რაღად მღეროდი. გავა დრო და აღარასოდეს შემომხვდები აღარასოდეს გავშლით ფრთებს და აღარასოდეს გადავეშვებით იქ, სადაც ყოველთვის სიმარტოვეა, თუმცა მაინც ბედნიერება სუფევს.

უსუსური სევდა… უსუსური ფიქრები… აღარასოდეს მომიხმობ.. აღარასოდეს მოვალ… ბედნიერი სევდა გაგიგია? მე გამიგია. ბედნიერი ვარ, თუმცა სევდიანი. სიმარტოვეს მივეჩვიე თუმცა ფერმიხდილი ნისლი მაინც ხშირად გადაეკვრება–ხოლმე ჩემს გონებას და შენი ეული ხმა თითქოს მიხმობს.

ეს ყველაფერი მაგიჟებს. ვიცი, ოდესმე ყველაფერი დამთავრდება, ვიცი ამ ყველაფერს შეეჩვევი და ბოლოს მომიღებს ის, რომ შენი ფიქრებიც კი მიმატოვებს.

არ ვიცი რა ხდება.  ცხოვრება ირევა, უდაბნოს დაემსგავსა. უდაბნოს, სადაც ნისლია და ცივა.  უდაბნოს, სადაც ცივა… უდაბნოს, სადაც ყველა სიმარტოვესაა მიჩვეული. უდაბნოს, სადაც არავინ არავის იცნობს. ყველა ჩუმადაა, ყველა თავის პრობლემაზე ფიქრობს, ყველას მხოლოდ ერთი რამ უნდა… თუმცა ვერ ამბობენ. ეშინიათ. სცივათ  და არ იციან რა ქნან. ხალხი უძლურია ამ უდაბნოში, ხალხს მხოლოდ ნაღვლიანი სახეელი აქვთ. ხალხი ტირის. ხალხი მიტოვებულია. ხალხი ყველამ მიატოვა.

მე შენს ბილიკებს შემოვრჩი. მე შენს ნაკვალევს მივყვები. მე ცალკეა. მე ცალკე ვარ. მეც სიმარტოვეს მივეჩვიე. მეც ნისლსავით ფერმიხდილი ვარ. უსუსური ვარ. არავის დახმარება არ შემიძლია. არავისთან ლაპარაკი არ შემიძლია. მე გაქცეულია, სხვასთან არ ვლაპარაკობ, ყველა ჩუმადაა.. ვფიქრობ, ნაკვალევს გავყვე, იქნებ შენ იქ იყო, იქ სადაც არავინ იცის რა ხდება. იქ ალბათ სიმარტოვე არაა. იქ შენ ხარ. და მეც მოვალ. მიმატოვე, მარა მაინც მოვალ. არ ვიცი როგორ მოგაგნო. გიპოვი კი?!

და მაინც…

შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში დგება შემოდგომა….

 

 

 

Previous Post
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: