ზაფხულის ბოლო პოსტი

სანამ გადავალ იმაზე, თუ როგორ დავისვენე, ორი სიტყვით გეტყვით, რომ 5 აგვისტოს 1 წელი გავიდა რაც ჩემი ბლოგი არსებობს. ის ყველაზე კარგი საშუალებაა გავიყვანო დრო, გავერთო და ახალი ადამიანები გავიცნო. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე ბლოგის მეშვეობით, ჩემი თავი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ.

არ გამოვირჩევი  რეიტინგით, ერთი ჩვეულებრივი რიგითი ბლოგია, მაგრამ ის ჩემია, ჩემს თავს მოერგო და არ ვაპირებ არაფრის გამო მის დათმობას.

ახლა კი : ) 

მინდა მოგიყვეთ ამ ზაფხულის შესახებ, რომელიც საკმაოდ კარგად გავატარე და კარგად დავისვენე. მართალია, მხოლოდ ზღვაზე ყოფნით შემოვიფარგლე, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი იყო.

დავიწყებ იმით, რომ ბათუმი არაჩვეულებრივადაა გაკეთებული. არც კი შეედრება იმას, რაც იყო. ახალი ბულვარი, ახალი შენობები, ახალი შადრევნები… ყველაფერი ძალიან მაგარია. ბათუმი ადგილია, სადაც შეგიძლია თან ძალიან მაგრად გაერთო, თან დაისვენო.

მე ძალიან მიყვარს მთა. მართალია წელს ვერ მოვახერხე მთაში დასვენება, მაგრამ მაინც დავათვალიერე მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია და საკმაოდ მაღლაა. იქ ძალიან გრილა და სასიამოვნო ჰაერია. მე ძალიან მომეწონა. ზღვის დონიდან მაღლაა და მუდამ გრილი ნიავი ქრის.

ნუ, მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღზე აღარაფერს ვამბობ. არაჩვეულებრივი ადგილებია. უნდა დაათვალიერო და სიამოვნება იგრძნო.

თითქმის 1 თვე ვიყავი ბათუმში. იყო ისეთი მომენტებიც, რომლებიც უსიამოვნოდ გამახსენდება, თუ არ ჩავთვლით ამინდს ( ორი კვირის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა), მაგრამ “ესეც გაივლის” და ყველაფერი მოგვარდება. 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ველურ ორქიდეას ერთი წლის იუბილეს. 

Previous Post
Leave a comment

2 Comments

  1. გილოცავთ!

    Reply
  2. გილოცავ 1 წლის იუბილეს <3<3

    და ბათუმში ძალიან მაგრად სად ერთობოდი მასწავლე რა ზმურად :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: