– ეძიებდე და ჰპოვებდე?!

 – ეძიებდე და ჰპოვებდე! – ამბობს სახარება. ტყუილია!

–რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ მუდმივ ძიებაში ვარ. რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ ვნატრულობ და ვეძებ ადამიანს, ადამიანის სრული ადამიანური ღირსებებით, ვნატრულობ და ვეძებ ისეთ ვინმეს, რომელიც სიყვარულს ექსტაზით აანთებდა ჩემს სულს და ერთი შეხედვით ააფეთქებდა ჩემში ქალს, მუდმივ მოელვარე ქალს. ჩემი თვალები ხშირად მიუპყრია რომელიმე ყმაწვილის სიმპატიურ ახეს და მიფიქრია, რომ ისაა საგანი ჩემი ძიების, მაგრამ გასულა კვირა, თვე და მეც, წინააღმდეგში დარწმუნებულს, გულგრილად შემიქცევია ზურფი მისთვის და ჩამქრალი გრძნობით ისევ დამიწყია ოცნება მიუწვდომელსა და არარსებულზე. ნუთუ მართლა იმდენად მონა ვარ ტრადიციის, ან იმდენად მხდალი ვარ, რომ ვერ გამიბედია დავეწაფო და დავცალო ის თასი, რომელშიც ახალგაზრდობის დამათრობელი შარბათი ასხია?!

– არა, მე არც მონა ვარ და არც გაუბედავი, მაგრამ რავქნა თუკი ვერ ვპოულობ ადამიანს, რომელიც ღირსი იქნება ნამდვილი სიყვარულის, რომელიც დაუნანებლად და სიამაყით გააყუჩებს ჩემს ქალურ სინაზეს. არ არის ის და მეც მარტოობაში ვაჭკნობ სიცოცხლის ყვავილს, და თანდათანობით ვანელენ ამ ცეცხლს…

–დრო, უებარი წამალია,

–რწმენა, კი ერთადერთი ნუგეში!

Next Post
Leave a comment

6 Comments

  1. 🙂🙂 სიყვარული გამონაკლისია. ის თავად მოდის🙂

    Reply
      • წარმოიდგინე წინ რამხელა სიურპრიზი გელოდება. იმხელაა ძლივს მოგორავს…🙂🙂 დაგატყდება თავს ერთიანად და გაგაგიჟებს.🙂🙂🙂

  2. WiLLFuLl ^^

     /  June 9, 2012

    ძნელია მეორენახევრის პოვნა.. პოვნას გისურვებ))

    Reply
  3. anaaaa…. :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: