“პოკერომანია”

ჩვენი ინტერნეტ სივრცე იმდენად განვითარდა რომ შეგვიძლია ვითამაშოდ სახლიდან გაუსვლელად პოკერი და თუ გაგვიმართლა მოვიგოთ კიდეც.

არსებობს უამარი საიტები, რომლებიც თავს ახვევენ  მოსახლეობას, რომ ითამაშონ პოკერი, მოიგონ ჯეკპოტი და გამდიდრდნენ. რეალობა კი სულ სხვაა:

არ დავიწყებ იმის წერას, თუ რა არის პოკერი და როგორ შეიძლება ის ვითამაშოდ, უბრალოდ გეტყვით რომ საკმაოდ კარგი თამაშია მათთვის, ვისაც სურს ძალიან სწრაფად დახარჯოს ფული (თუ ფულზე თამაშობს) და ძალიან მალე გაიყვანოს დრო (ისე რომ ვერც კი გაიგოს). რეალურ კაზონოებში არც ერთი საათი არ ჰკიდია და რა დროც არ უნდა გავიდეს მოთამაშეს ჰგონია, რომ არც ისე დიდი ხანია არაა რაც იქაა და არც კი დაღამებულა (არა, საერთოდ არა).

მეც ერთ–ერთი ონლაინ–კაზინოს “მსხვერპლი” გავხი. ვთამაშობ, ვაგებ ძალიან სწრაფად და ვდგები ცუდ ხასიათზე (შე დალოცვილო, თუ თამაში არ იცი რას თამაშობ).

ცოტა რთულია ადამიანმა გააკონტროლოს საკუთარი თავი, მაშინ როცა იგებს, ჰგონია რომ კიდევ მოიგებს და სულ აგებს.

რეალობა ასეთია მეგობრებო, თუმცა ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ აუწყო ფეხი ასეთ განვითარებულ მსოფლიოს. უკვე ჩემი მეზობლებისგანაც კი გამოდის ისეთი ხმები როგორებიცაა: CHECK, FOLD, RAISE, BET….. და რაც მთავარია ყველაზე მაგარი ფრაზა: ALL-IN THE MONEY…

ამბობენ, წაგება და მოგება ძმები არიანო, მაგრამ თამაშის დროს წაგებას სულ ცოტა 3 უცენზურო სიტყვა მოსდევს, ხოლო მოგებას  – ისევ წაგება.

ზოგადად გირჩევთ, რომ თუ კარგად არ იცით თამაში ფულზე არასოდეს ითამაშოთ, გაუძელით ცდუნებას და მიხვდებით, რომ ბევრი კარგი თამაში არსებობს, რომლითაც მართლა გაერთობით (არ ვგულიხმობ ქაუნთერების სახეობებს).

თუ გსურთ არ გქონდეთ ვალები (ზრდასრულ აზარტულ მოთამაშეებს უმეტესობას ეს პრობლემა აწუხებს), იყოთ მუდამ კარგ ხასიათზე (რადგან არაფერს წააგებთ) და ასევე გქონდეთ დრო (ბევრი), ნუ ითამაშებთ პოკერს ფულზე!

Leave a comment

9 Comments

  1. ვაი შენს პატრონს :დ:დ:დ

    Reply
  2. იუ არ მაი გერლ :დ
    მარა ხომ ვიცი, შენთან რომ მოვალ მაინც აჯარაბეთზე ცხვირით შერჭობილი დამხვდები :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: