ქალანის მეთოდი

რა არის ქალანის მეთოდი

ინგლისური ენის შესწავლის უნიკალური მეთოდი – ქალანის მეთოდი უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც არსებობს და პოპულარულია მთელს მსოფლიოში. ინგლისური ენის ქალანის მეთოდით სწავლებას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, როდესაც დაფუძნდა პირველი „ქალანის სკოლა“. ამავე დროს გამოიცა ქალანის მეთოდზე დაყრდნობილი სასწავლო წიგნი, რომელიც თორმეტ საფეხურად არის დაყოფილი. ქალანის მეთოდი – ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომლის საშუალებითაც თქვენ ინგლისურ ენას შეისწავლით ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ. იმ სკოლებმა, სადაც დანერგილია ქალანის მეთოდით სწავლება, გასაოცარ შედეგებს მიაღწიეს. ქალანის მეთოდმა უკან ჩამოიტოვა ენის შემსწავლელი სხვა მეთოდები და არნახული პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის ადამიანებში.

როგორ მუშაობს მეთოდი

ქალანის მეთოდით სწავლებისას, მსმენელი მაქსიმალურად არის ჩართული სწავლების პროცესში. ეს არის სტრუქტურულად მყარი და საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც დაყოფილია 12 საფეხურად. გაკვეთილზე მთელი ყურადღება გადატანილია მსმენელზე. იქმნება სპეციალური გარემო იმისათვის, რომ მსმენელმა რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს ინგლისურ ენაზე. ამისათვის მასწავლებელი სვამს კითხვათა სერიას, რითაც ხდება მსმენელის მეხსიერების სტიმულირება. ქალანის მეთოდი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფს მსმენელის გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის ამაღლებას.

მასალები  და  რესურსები

ქალანის მეთოდით სწავლებისთვის აუცლებელი რესურსებია სახელმძღვანელოები და აუდიო მასალები (აუდიო CD), რომელიც მსმენელებს ეტაპობრივად უსასყიდლოდ გადაეცემა.

ქალანის მეთოდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “ბრიტანული ცენტრია.” მე გირჩევთ, ვისაც ინგლისურის შესწავლა გინდათ რაც შეიძლება სწრაფად აუცილებლად მიაკუთხეთ ბრიტანულ ცენტრს, საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით🙂 მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო, არ მოგერიდოს შენი შეცდომების, ილაპარაკო გამართულად და თამამად. ბრიტანული ცენტრის ყველა პედაგოგი სწორედ ამას ცდილობს, შეგასწავლოთ ინგლისური და რაც მთავაარია შეძლოთ ინგლისურად თამამად და თავისუფლად საუბარი. გთავაზობთ ვიდეოებსაც:

<<< ბრიტანული ცენტრი >>> 


Leave a comment

4 Comments

  1. საინტერესოა. მე ვფიქრობ , უნდა სცადოს ადამიანმა.

    Reply
  2. მაგარია, ვიდეოებში მასწავლებლის აქცენტი მომეწონა..

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: