იცი? მე ბლოგერი ვარ :)

როგორც იცით დღეს დღეობით ინტენეტი, facebook–ი, Google, და სხვა გასართობები ძალიან აქტუალურია. 21–ე საუკუნე ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე ამ ყველაფერთან ერთად  ჩვენი wordpress–ის რეიტინგიც არ ვარდება. ყოველ დღე ემატება “ბლოგერების” რიცხვი.

facebook-ზე უამრავი გვერდი არსებობს, სადაც შეგიძლია პოსტები გაიზიარო, ბლოგს რეიტინგი მოუმატო. ამ ბოლო დროს კი საკმაოდ იმატა  პოსტების რაოდენობამ. მათი უმეტესობა ე.წ. თიინ ბლოგერია. მათი პოსტები ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. არ მინდა მათი კრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ჩემზე ითქმის ბლოგერი, ამ სიტყვის სრული გაგებით. ჩემი აზრით რაღაც ლიმიტი უნდა არსებობდეს. კარგია ყველას ამბიცია რომ აქვს იყვნენ ცნობილი და პოპულარული ბლოგერები, მაგრამ თავში პირველი რაც მოგივა აზრად არ უნდა დაწერო და მითუმეტეს შენს თავს ბლოგერი არ უნდა უწოდო და არ უნდა დააყენო იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც მართლა დამსახურება აქვთ და მართლა ბლოგერები არიან.

ყველა ვინც წერს და ვორდპრესზე დარეგისტრირებულია არ უნდა იყოს ბლოგერი. უკვე ძალიან მაგიზიანებს თიინების ასეთი საქციელი. გთხოვთ თქვენ თავებს ბლოგერებს ნუ უწოდებთ მანამ, სანამ სხვა არ გიწოდებთ ბლოგერს.

 პ.ს. შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მაინც ვთვლი რომ დიდი ხნის და ბევრის სათქმელი ვთქვი.

Leave a comment

7 Comments

  1. ბლოგერი ნიშნავს ადამიანს რომელსაც გააჩნია ბლოგი და მასზე სისტემატიურად დებს ვიდეო/ფოტო/აუდიო/ტექსტუალურ მასალას. მერე რა რომ ვერ წერენ გამართულად ან იმ საკითხებზე რომლებიც მასისთვის იქნება აქტუალური. როგორც შენ აღნიშნე ისინი ჯერ პატარები არიან და შესაბამისად ვერ დაწერენ ისე როგორც მე, შენ, ან ნებისმიერი სხვა. აქედან იწყება და აქედან სწავლობენ.
    მე მომწონს რომ ბევრი ბლოგერია. არაუშავს, სხვა თუ არაფერი სწორად და გამართულად წერას ისწავლიან : ) ძალიან მალე, 1-2 წელში ესენიც არ იქნებიან, იმიტომ რომ ეხლა ბლოგერობა მოდაშია და მოსწონთ რასაც აკეთებენ : )

    Reply
  2. სიყვარულოვნას ვეთანხმები. ბლოგერი არის ის, ვინც დებს ბლოგზე პოსტებს, ის უკვე სხვა თემაა კარგად გამოსდით თუ არა ეს უკანასკენლი. მეც ძალიან მომწონს, რომ ბლოგერებმა იმატეს. რა იქნება იმაში ცუდი, თუ ბლოგოსფერო სავსე იქნება საინტერესო და კარგი პოსტებით, ბლოგერებით. მახსოვს, წინა წელს, 50-მა ბლოგერმა თავისი თემები, პრეზენტაციები რომ წარადგინა, სადაც საუბარი იყო ძირითადად იმაზე, თუ როგორ უნდა დაინტერესებულიყვნენ ადამიანები ბლოგოსფეროთი. მიზანი მეტ-ნაკლებად მიღწეულია.
    ბლოგერს ნუ აღვიქვამთ რაღაც ზებუნებრივ ხარისხში. არსებობს კარგი და ცუდი ბლოგერი, თუმცა ორივე ბლოგერია.

    Reply
    • გეთანხმები ნათ🙂
      ისე 1–2 წელში ვინც შეძლებს და პროგრესს განიცდის ალბათ განაგრძობს ბლოგერობას და დანარჩენები გაიფილტრებიან თავისით.მობეზრდებათ და ეგაა

      Reply
  3. მეც მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ ყველაფერი დაგიწერიათ უკვე :დ სიყვარულოვნას და მაცოს ვეთანხმები მეც…)) და საერთოდ ვერ ვიტან ვიღაც რომ რაღაც ჩარჩოებს აწესებს ან რაღაც წესებს რომ “ბლოგერი არ ხარ თუ”.. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ:)

    Reply
  4. siyvarulovnas azrs viziareb

    Reply
  5. მეც გეთანხმებით ყველას🙂 უბრალოდ შენი ბლოგერობა თავს არავის უნდა მოახვიო და ტვინი არ უნდა გაუბურღო წაიკითხე რა მაგარი პოსტია და რა მაგარი ბლოგერი ვარო )

    Reply
  6. თიინ ბლოგერიო რო თქვი მომეწონა : ) კაი ანა გაჩე რაა მერე რა რო ვერ ვწერთ პატარები ვართ და ვისწავლით )) ჩვენ გულის ჭიას ხო ვახარებთ? : ((

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: