პასუხი 3 სიტყვას

იცი რას ნიშნავს ჩემთვის ის სამი სიტყვა? ძალიან დიდს, ძალიან თბილს, ძალიან საყვარელს. ვიცი ტვინი გამოგიჭედე უკვე ამ ერთი სიტყვით, მაგრამ უთქმელად ვერ ვძლებ… მინდა სულ ახლოს იყო, შენით ვისუნთქო და შენით ვიცხოვრო ამ არც ისე შესაშურ ცხოვრებაში… რაც დრო გადის სულ უფრო გიახლოვდები, უფრო ვგრძნობ რას ნიშნავს როდესაც ვეღაც გვერდით გყავს… იცი რატო გამიხარდა შენი დაწერილი სამი სიტყვა? იმიტომ, რომ ჩემთვის დრო გამონახე და დაწერე, რაც მთავარია გახსოვდი.. გინდა რაღაცაში გამოგიტყდე? წამი არ გადის უშენოდ…

იცი რატო მიყვარს ყოველი საღამო? იმიტომ, რომ შეიძლება მეორე დღეს შენ გნახო… იცი რას მანიჭებს შენი ნახვა? უაზრო სიხარულს… სიყვარულს… ბედნიერებას… იმედს… და ყველაფერს კარგს… ბედნიერი ვარ რომ არსებობ!!!

ამის თქმა მინდა… ყოველ შეხვედრაზე ამ სიტყვების თქმა მინდა… ამ სიტყვების მერე ჩახუტება, თვალებში ჩახედვა და იმის გრძნობა, რომ ვეღაცას უყვარხარ… ბედნიერი ვარ…

–მიყვარხარ!

–მეც! – მითხრა და უფრო მაგრად ჩამეხუტა…

–მე შენ მიყვარხარ გეუბნები მეასეჯერ, მე ასე ჯერ არავინ მყვარებია…. 

Leave a comment

2 Comments

  1. დამბურძგლა.. ძალიან, ძალიან თბილია, ტკბილი და აი, ისეთი პროტონებით გაჟღენთილი!!!❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: