შეგიგრძენი

–მიყვარხარ!

–მეც…  – მითხრა და უფრო მეტად მომეხვია, მიხარია რომ გიპოვე.

–მეც ძალიან.

უცნაურ რაღაცეებზე ვფიქრობდი. სულ ახლოს ვიყავი ადამიანთან, რომელთანაც ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა. ხელი ხელზე მეკიდა და ბედნიერებას ვგრძნობდი. იცით როგორ ბედნიერებას? “მუცელში პეპლები რომ დაფრინავენ.” ვლაპარაკობდით ყველაფერზე, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ყველანაირად ახლო, თითქოს ჩემს სულს ეხება და ეს ბედნიერს მხდის. საკოცნელად დავიხარე… თავი გასწია და უცნაური გრძნობა დამეუფლა, არ მინდოდა თითქოს ამის გაკეთება, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, არ მინდოდა ადამიანის ეგრძნო რომ პატივს არ ვცემ. ძალიან მიყვარხარ…

–ის მეგობარია, რომელსაც ასე ეძებდი? – ჩაერთო ქვეცნობიერი.

–არ ვიცი… დრო გვიჩვენებს.

–ის მეგობრად გთვლიდა, შენ კი კინაღამ აკოცე.

–ის ჩემი მეგობარია, ეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

–სულელი ხარ, არ იცი ვისთან როგორ უნდა მოიქცე.

–ვიცი, უბრალოდ ის ხომ ძალიან საყვარელია.

–საყვარელია, მაგრამ ჯობს ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის, თორე ძალიან კარგად იცი ყველაფერი გაფუჭდება და დამნაშავე მხოლოდ შენ იქნები. დარჩი შენს ადგილზე და “დაიცავი დისტანცია,” რომელიც ასე საჭიროა.

–მეძინება…

 ერთად ვიყავით ღამე, მთელი ღამე… ბედნიერი ვიყავი და ცხოვრებაში პირველად ვინატრე არასოდეს გათენებულიყო. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნოვდი და ვიყავი იმ მწვერვალის წვერზე, სადაც უფრო მაღლა ასვლა შეუძლებელია.

–მიხარია რომ არსებობ! ამ სიტყვებს არასოდეს ვამბობ, მაგრამ შენ გეტყვი, იმიტომ რომ მართლა მიხარია და უბედნიერესი ვარ. ადამიანი, რომელიც შეძლებს შეეხოს ჩემს სულს, ის შეძლებს ჩემ შეცვლასაც.

–მიხარია რომ აქ ხარ!

–მეც, ძალიან!  – უფრო მეტად მომეკრა.

–უკვე 7–ის 10 წუთია….

–ვიცი….

Leave a comment

7 Comments

  1. momewona.. : )))

    Reply
  2. აააააააან❤ პეპლები მუცელში :შ:შ

    Reply
  3. WiLLFuLL ^^

     /  March 16, 2012

    –ის მეგობარია, რომელსაც ასე ეძებდი? – ჩაერთო ქვეცნობიერი. < < კულმინაციააააააა :ბბ: ;დ
    როგორი გრძნობითაა დაწერილი.. ^^
    ძალიან კარგი პოსტია❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: